ხატია მოისწრაფიშვილი - 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა, რომ დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა
https://www.interpressnews.ge/ka/article/54...ebas-dascrebodaპრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის - ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა იმისთვის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებას დასწრებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა და ამ მიზეზით ოჯახს ვერ შეატყობინეს, რომ უნდა დასწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამასთან, მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.
„ჩვენ, ყველა დაღუპულის ოჯახის წევრები მოვიწვიეთ. თითოეული ოჯახის რამდენიმე წევრი იყო მოსული. ეკა ბეჟანიშვილის ოჯხთან, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. თორემ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად, ამ გმირის ოჯახთან ვერ მოხერხებულიყო დარეკვა?!
ფიზიკურად ვერ მოხეხდა დაკავშირება. მობილურზე მუდმივი დაკავება იყო. ბეჟანიშვილის გვარი ჩვეულებრივად იქნა წაკითხული“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
ამასთან, პრესპიკერის განმარტებით, ტექნიკური შეცდომა იყო ის, რომ პრეზიდენტს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სიის წაკითხვისას, ერთ-ერთი გმირის, თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა.
„ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მოხდა ჭოველიძის გვარის გამოტოვება. პრეზიდენტს ტექნიკურად წაკითხვის დროს გამორჩა. მერე, სია თავიდან წავიკითხეთ, სადაც ჩვეულებრივად ვახსენეთ ყველა გმირის სახელი და გვარი“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტს თამარ ჭოველიძის სახელი და გვარის სიიდან ამოკითხვა გამორჩა, გმირის მამამ, არკადი ჭოველიძემ მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

ტელეფონზე თუ დაკავება იყო, რაღას გააწყობდნენ... ბეჟანიშვილების ოჯახის ბრალია.
აბა, ქოცების ან ბიძინას ბრალი ხომ არ იქნება რამე. ასეთი მკრეხელობა გულშიც არ უნდა გავივლოთ.
This post has been edited by griankali on 9 Apr 2019, 22:14
რუსეთი უნდა დაინგრეს.