#54467618 · 5 Apr 2019, 07:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძაან ბანძები ვართ გია დანელია ესე უყურადღებოდ რომ გვყავდა. კაი, ჩვენზე არაა.ეგეთები გვითოხლია?
ქინ ძა ძა - ს ბევრი პლასტი აქვს და რამდენიმე მთავარი სათქმელია მანდ (ერთი ნახვით შეიძლება ყველა ვერც დაიჭირო) მაგრამ მთავარი სათქმელი ფინალში ითქმება.
ნეილონის ნაძვის ხეს ერთი, ორი სამი სათქმელი აქვს და აქედან მთავარი ფინალში ითქმება
ორი ფინალი, რომელიც მთელ ფილმს ალაგებს.ერთიდაიგივე ლეგენდა. - თუ პროკურორ ბრბოდ იქეცი, სინდისი ყველაზე მოუხერხებელ დროს წამოგეწევა და გაიძულებს შენი განსჯილ-დასჯილი იხსნა. გაწვალდები ამ ხსნისთვის, დაკარგავ ძვირფასს, გარისკავ მთავარს, მაგრამ იხსნი და კათარზისიც მოგივა.
და აქ მთავარი ხარ შენ. არა ის, ვისაც იხსნი, (ის არაა უდანაშაულო, ის ჩვეულებრივია, პირიქით , დამნაშავეცაა) არამედ შენ, შენ იცვლები და უკეთესდები იმით, რომ გაგდებულს იბრუნებ, პატიობ, ყველაფერზე ზემოთ დგები და მარადიულობას უკავშირდები.
ორივე ფილმში ეს კათარზისი 10 წამი გიგრძელდება, მაგრამ გიღირს, მდოგვია ცხვირში. არასდროს დაგავიწყდება (თუ გეწვია).
This post has been edited by axalirevolucia on 5 Apr 2019, 07:45
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|