მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას აწესებს. 1 ივლისიდან საქართველოში რეგისტრირებული მანქანის მფლობელი ვალდებულები იქნება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
