ზოგადად ხარისხიანი სიგარეტი არ არსებობს ყველა ნაგავია მაგრამ, ხომ არის ყველაფერი შედარებითია. ზოგი არის პირდაპირ ნაგავი და კიბო რომ უნდა მიაწერო გარედან. ზოგი შედარებით უკეთესია ხველებით მაინც არ გაგხეთქავს მთელი ცხოვრება.
სიგარეტის ფასებში ვერ ვერკვევი არ ვეწევი, მაგრამ შევესწარი რომ იყიდეს სიგარეტი პირველი 3 ლარი თუ ცოტა მეტი გადაიხადეს. რომელიც გაძვირდა აქციზის გამო.
ხოდა როგორც გვეუბნება ჩვენი ხალხზე მზრუნველი ზოიძე რომ სიგარეტის მინიმალურმა ფასმა რაღაც ნიშნულს უნდა აარტყას, რატომ ვაკეთებთ ამას მაინც და მაინც აქციზის და არა ხარისხის ხარჯზე?
დააწესონ ხარისხის სტანდარტი და ამის ხარჯზე გაიზარდოს, დიადი მიზანი რომ მინიმალური ფასი რაღაც ნიშნულზე მიღწეული იყოს მიღწეული იქნება, იმ განსხვავებით რომ ნაგავი პირველის და ეგეთების ნაცვლად იქნება შედარებით ხარისხიანი სიგარეტი იგივე ფასად.
მაგრამ აქციზის ზრდა არის წმინდა ბიზნეს პოლიტიკური თემა, ზუსტად ამასთან იყო დაკავშირებული ჩხარტიშვილ ოქუაშვილის გარჩევები ბიძინასთან.
რა გააკეთეს ქართველმა თაღლითმა ე.წ. ბიზნესმენბმა ბორია ივანიშვილის თაოსნობით შეიმუშავეს შემდეგი სქემა:
აქციზის ფასი ეხლა რამდენია ზუსტად არ ვიცი ბოლო მატებმადე წინა წლის მონაცემებით
უფილტრო სიგარეტზე აქციზის ფასი იყო 0.6 ლარი , ფილტრიანზე 1.7 ლარი. ანუ თითქმის 3 ჯერ მეტი. ეს გაკეთდა იმისთვის რომ ჩხარტიშვილებს ივანიშვილებს და ოქუაშვილებს მეტი ფული ეშოვათ. ამიტომ თხოვდნენ ოქუაშვილს ხარკი ეხადა პარტიისთვის რადგან ქართული ოცნების პარტია იღებდა ამ კანონს. რითაც მათ ექნებოდათ უპირატესობა უცხოურ სიგარეტებთან და გაიყიდებოდა მათი ნაგავი უფრო დიდი რაოდენობით.
ამ ქართველმა ე.წ. ბიზნესმენებმა რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტიამ შეკვეთილი კანონპროექტი დაუმტკიცა, ფილტრები ამოაცალეს სიგარეტს და მიაბეს გარედან, და აყოლებენ საჩუქრად.
ანუ ფილტრიანი სიგარეტი ფიქტიურად გააფორმეს როგორც უფილტრო და აქციზში იხდიან სამჯერ ნაკლევს ვიდრე მათი კონკურენტები. ეს არის ხილული თაღლითობა თუმცა შეთანხმებული მთავრობასთან

ამიტომ ვისაც ილუზია გაქვთ რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნაა და იქაურ პრაქტიკას იყენებენ ეს არის ბლეფი. ეს კანონპროექტი შეიმუშავებს ბიძინამ და ჩხარტიშვილმა რათა მეტი ფული ეშოვათ. პირველ ეტაპზე სქემასთან თანამშრობლობდა ოქუაშვილიც მარა მერე მისი მოშორება გადაწყვიტეს.
ვისაც იმის ილუზიაა აქვს ბიძინა ბიზნესის საკეთებლად არაა პოლიტიკაში კარგად გაერვიეთ ამ სქემაში.
ადრე იგივე მეთოდით თოფაძემ ჩამოიშორა უცხოელი რამდენიმე კონკურენტი ლუდის ბიზნესიდან. ეხლა იგივე გააკეთეს სიგარეტზე, და ალბათ სხვა პროდუქტებზეც ანალოგიური ხდება.
ამიტომ მიდის პარტია ქართულ ოცნებაში ყოველი კოლოფი სიგერეტიდან წილი. ეს იყო გარიგება, დაუწერეს კანონი მიიღეს წილი. რომელშიც წაგებული რჩება ყველა რიგითი ქართველი მწეველი.
ამ კანონპროექტის მიზანია არა ის რომ ხალხმა სიგარეტს თავი დაანებოს, არამედ გადავიდეს ქართულ უხარისხო სიგარეტზე, რომელსაც აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად.
როდესაც შენ გაქვს ტყემალი და ხალხი ყიდულობს ბალს, ბალი უნდა გახადო ხალხისთვის მიუწვდომელი და ხალხი შემდეგ იყიდის შენს ტყემას ბლის ფასად, ამ სქემებს ამუშავებს დღეს ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს.
კანონებს უკვეთავს ბიზნესი და არა ხალხი!!!
This post has been edited by manuchari123456 on 4 Apr 2019, 16:35