ჰონგ კონგში მილიონზე მეტი მოქალაქე გამოვიდა ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად
ჰონგ კონგის მთავრობამ ახალი კანონის მიღება გადაწყვიტა რომლის თანახმადაც ჰონგ კონგიდან ეჭვმიტანილთა ექსტრადიცია მოხდება ჩინეთის ცენტრალური მთავრობისთვის
ჰონგ-კონგს ჩინეთისგან სპეციალური ავტონომია აქვს რომელიც ექსტრადიციას არ მოიცავს
ბევრი რამ რაც ჩინეთში კანონით არაა დაცული - სიტყვის თავისუფლება მთავრობის კრიტიკა თავისუფალი პრესა პროტესტის უფლება და სხვა - ჰონგ კონგში კანონითაა დაცული რომელიც ფაქტიურად ჰონგ კონგის კონსტიტუციაა და რომელიც შედგენილ იქნა 1997 წელს როცა ბრიტანელებმა ჰონგ კონგი ჩინეთს გადააბარეს
ბრიტანელებმა ჰონგ კონგის კონსტიტუციაში ისიც შეიტანეს რომ ჰონგ კონგის კანონები არ უნდა შეიცვალოს 50 წელი ანუ 2047 წლამდე
თუმცა ჩინეთი უკვე ცდილობს ჰონგ კონგის კონსტიტუციის შეცვლას
2014 წელს მაგალითად ჰონგ კონგში საპროტესტო ტალღა აგორდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა თქვა რომ ჰონგ კონგელებს ხმის მიცემის უფლებას მისცემდა თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც კანდიდატებს ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება დაადასტურებდა
ჩინეთი ასევე გამუდმებით ბლოკავს ჰონგ კონგის არჩევნებში იმ კანდიდატების მონაწილეობას ვინც ჰონგ კონგის "თვითგამორკვევას" აპიარებდა
ამერიკასთან სავაჭრო ომი როგორც ჩანს არ ეყოთ ახლა ეკონომიკურ ხარაკირსაც გაიკეთებენ