არასდროს არ გამიხსნია თემა რომ დამეხმარეთ მე ან ჩემ ახლობელს: ფულით, სისხლით, ტანსაცმელით, საკვებით და მსგავსი...
ამასთან, როცა კი ვხედავ მსგავს შეტყობინებებეს სოც. ქსელში და ფორუმზე - ყოველთვის აქტიურად ვერთვები თუნდაც მცირედით (სიმბოლურით) მაგრამ მაინც ვიჩენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არ ვატარებ შეტყობინებებს. (მარტო 2-ჯერ ჩავაბარე სისხლი როცა მსგავს საქმეს დასჭირდა სრულიად უცხო ადამიანებისთვის)
ჰოდა კი ვიცი რომ ვორნის ფასად შეიძლება დამიჯდეს მაგრამ მართლა ძალიან მჭირდება და ვფიქრობ რომ შესაბამის ადგილზე ვწერ, თან იმდენად სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს კაცს რომ საჯაროდ ანონომურად დარჩენას ვამჯობინებ
მოკლედ საქართველოს ბანკის ბარათები ვისაც გაქვთ, გროვდება პლიუს ქულები და 600 ქულა მჭირდება ზუსტად. დროში მეჩქარება და ვერ ვასწრებ დაგროვებას იქნებ ჩამირიცხოთ ვისაც გაქვთ

თუ რამე გადავიხდი ფულსაც რამდენსაც იტყვით, იმიტომ რომ ფულით არ იყიდება პირდაპირ ეს ქულები ტრანზაქციები უნდა აკეთო... (ახლო მეგობრებს ყველას ვთხოვე და რაც ქონდათ მომცეს...)
პ.ს თქვენ რომ გადაცვალოთ თქვენი 600 ქულა ფულზე არის ზუსტად ლარნახევრის ექვივალენტი. ანუ ხომ ხვდებით...
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ