... ვგონებ სათაურის ფორმატს უწმაწურობებში არ ჩამომართმევთ, უბრალოდ აკადემიურ სტილზე ალერგია მაქვს და მირჩევნია სერიოზულ თემებზე არასერიოზული სინტაქსით ვისაუბრო.
მაშ ასე - დავიწყებ იმით, რომ ერთხელ 70 წლის ბუბა კიკაბიძის კლიპს ვუყურებდი, როგორ ცქვიტად დვიჟენიობდა სცენაზე და თან შიგა და შიგ ხმასაც აკანკალებდა..."სადაც ლამაზ ქალსა ვნახავ, ყველა ჩემე მგონიაეაეეაეაე....აეაე" !
...არა მეგობრებო, მე აქ მანიაკალურ პედოფილიაზე ჯერ არ მაქვს საუბარი, არამედ ამ თემის უწყინარ და ნატურალურ ფენომენს მინდა შევეხო, კერძოდ იმას, რომ ადამიანის ფსიქიკას გააჩნია თვისება, რომ ორგანზმში მიმდინარე ნებისმიერ დეგრადაციას( გნებავთ ასაკობრივ) ცვლილებას, ის ანიჭებს თავისებურ მენტალურ ინტერპრეტაციას, რასაც ფროიდს თუ დავესესხებით, ჰქვია - ჩანაცვლებული ფორმა, ანუ "მესამე საგანები" ... მაგალითად გივი სიხარულიძის ფანტომური ფენომენი - როცა წლები გემატება არ ბერდები და სულ გგონია რომ კოჭებამდე დაგთრევს!
... იგივე ჩემს სტუდენტობაში, რამდენი ცელქი-ბერიკაც ლექტორი მახსოვს, სტუდენტკებს რომ თვალებს უჟუჟუნებდნენ...ანდაც ჩირი ბაბოები, ფერუმარილით და პომადით გადღაბნილი ტუჩებით, მამლაყინწა ბიჭებს დიდაქტიკურად ხელებს რომ უთათუნებდნენ.
- მოკლედ, 2 სიტყვით თუ ვიტყვით - "სტაროსწ ნე რადოსწ" და რაც უფრო შეუგნებელ და ჯიუტ წინააღმდეგობას ვუწევთ იმას, რაც ბუნებრივად წარმავალია, მით უფრო ვდეგრადირდებით მენტალურადაც და ზნეობრივადაც. რა თქმა უნდა არსებობს "გამქრალი სკნუტუს(ფუჩუს) ნოსტალგიის" მანიაკალური გამოვლინებები, რომლებიც პაროდიულ-კარიკატურულ სფეროს სცილდებიან და პათოლოგიური ძალადობის ფორმატში გადადიან. ეს ის შემთხვევაა, როცა მანიაკი საკუთარი პათოლოგიური ქცევის შეგნებულ გაპრავებას ახდენს "მაღალსაკაცობრიო ღირებულებებით".
...რაოდენ გასაკვირიც არ ინდა იყოს, XXI საუკუნის პოსტმოდერნის ეპოქაში, "პედოფილიის" მოვლენისადმი(ისევე როგორც გენდერული უკუღმართობის სხვა ფორმების მიმართ) მორალური და სამართლებრივი დამოკიდებულებები ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში რამდენადმე შეიცვალა იმ მხრივ, რომ მას თანდათანობით შეუმსუბუქდა დანაშაულებრივი მდგენელი. ბევრგან ცდილობენ პედოფილური ძალადობის ზღვარი 12 წლამდე დაიყვანონ - რატომ, რა მოტივით, რის საფუძველზე, არ დაინტერესებულხართ?!!!
*** ჩემი აზრი ასეთია "ფსევდილიბერალური ღირებულებების" ეპოქაში მიმდინარეობს გარყვნილობის სხვადასხვა ფორმის ფსიქოლოგიური გაპრავება იმ გაგებით, რომ - "მოუნდა", "დაბადებიდან ასეთია" და რა ქნასო?!...მაგასაც ხომ აქვს უფლებები, რომლებიც საჭიროებენ დაცვასო?!
*** მასე "ყველა ჯოხს 2 ბოლო აქვს", რაც იმას ნიშნავს რომ... მაშინ მათ, ვისთვისაც პედოფილია ორგანულად მიუღებელია იმიტომ, რომ ასეთები არიან დაბადებით და მორალური აღზრდით, რატომ ვართმევთ უფლებას, რომ პედოფილი, რომელიც 13 წლის ბიჭზე ან გოგოზე იძალადებს, ადგეს და ასეთი ნაძირალა ულაპარაკოდ ჩააძაღლოს?!
**********************************************************************************************************
- ჯამში, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი-პიროვნება მორალის ცენზორის გარე არ არსებობს და კანონი არასოდეს არანაირ გარანტიებს არ იძლევა საზოგადოების ინდივიდების მორალურ მდგომარეობაზე, რადგან მას ხშირად ქოთანივით ყური იქიდან ებმება, საიდანაც მოისურვებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.(ანუ გარყვნილი პაპები

)