Olympiacos F.C./პირეოსის ოლიმპიაკოსი
სრული სახელწოდება: Olympiacos Club of Fans of Piraeus F.C.
მეტსახელები: ლეგენდა, თეთრ-წითლები, წითლები
დაარსების წელი: 1925 წლის 10 მარტი
სათამაშო მოედანი: Karaiskakis Stadium (პირეოსი, საბერძნეთი)
მოედნის ტევადობა: 33,334
პრეზიდენტი: სოკრატეს კოკალისი
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ოლიმპიაკოსი საბერძნეთში ერთ-ერთია იმ სამ ბერძნულ კლუბს შორის, რომელიც ქვედა ლიგაში არასდროს არ დაქვეითებულა. კლუბი მიჩნეულია ქვეყნის ყველაზე წარმატებულ გუნდად, მთელი ბერძნული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში. მოგებული აქვს 37 შიდა ჩემპიონატი, 24 საბერძნეთის თასი და 4 საბერძნეთის სუპერ თასი. ევროპულ ტურნირებში გუნდმა ორჯერ მიაღწია მეოთხედ ფინალამდე. ოლიმპიაკოსი ასევე არის თანადამფუძნებელი ევროპის კლუბთა კავშირის.
კლუბის ისტორიაოლიმპიაკოსი დაარსდა 1925 წლის 10 მარტს, პირეოსის პორტში, როცა "Peiraikos Podosfairikos Omilos FC" და "Piraeus Fans Club FC" გადაწყვიტეს თავიანთი გუნდები გაეერთიანებინათ. ძმებმა ანდრიანოპოლუსებმა სახელი გაუთქვეს კლუბს მთელს საბერძნეთში, რადგან ისინი მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ. თავიდან ისინი კლუბში თავად თამაშობდნენ. ჯიმი, დინოსი, გიორგოსი და ვასილისი პირველები მივიდნენ კლუბში, მათ მოგვიანებით მეხუთე ძმა-ლეონიდასი შეუერთდათ. კლუბის დაცვის ხაზი, რომელიც 5 ძმისგან შედგებოდა, მალე ლეგენდად იქცა. ოლიმპიაკოსმა მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა და საშუალო კლასის წარმომადგენელთა საყვარელი გუნდი გახდა.
1926 წელს შეიქმნა ელინური ფეხბურთის ფედერაცია რომელმაც 1927 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ეროვნულ ჩემპიონატს, სადაც რეგიონალური ჩემპიონები ერთმანეთს ეცილებოდნენ ქვეყნის ჩემპიონობას. 1829 წელს ოლიმპიაკოსმა უარი განაცხადა ამ ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ამის მიზეზი კი ფეხბურთის ფედერაციასთან უთანხმოება გახდა. ოლიმპიაკოს მსგავსად, ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს პანათინაიკოსმა და ათენის აეკმა. ამ ხნის განმავლობაში ეს სამი გუნდი ერთმანეთს ამხანაგურ მატჩებში ეჯიბრებოდა. პირველი ეროვნული ჩემპიონატი ოლიმპიაკოსმა 1930-31 წელს მოიგო. სწორედ აქედან დაიწყო ბერძნული კლუბის აღზევების ხანა.
1940 წლისთვის ოლიმპიაკოსს უკვე მოგებული ქონდა 6 შიდა ჩემპიონატი თერთმეტი სეზონის განმავლობაში. 1960 წლისთვის კი უკვე ეს რიცხვი 15 გაიზარდა. ამას დაემატა 9 საბერძნეთის თასი. ამ დროისთვის ოლიმპიაკოსი ერთადერთი კლუბი იყო რომელსაც სამჯერ ზედიზედ ქონდა მოგებული ქვეყნის ჩემპიონატი (1957, 1958, 1959). სწორედ ამ პერიოდის ოლიმპიაკოსს უწოდეს Thrylos (ლეგენდა). უნდა აღინიშნოს ასევე ის, რომ გუნდს რამდენიმე სეზონი არ ქონდა უფლება ეთამაშა საკუთარ სტადიონზე, ამიტომ ისინი თამაშებს თავიანთი მეტოქის-პანათინაიკოსის მოედანზე ატარებდნენ.
1959-60 წლებში საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. ახალი ფორმატი არ გამოდგა იღბლიანი წითლებისთვის და მათ მხოლოდ ორი ტიტული მოიგეს. დიდების ახალი ფურცლები 1972 წელს ჩაიწერა ოლიმპიაკოსის ისტორიაში, როდესაც კლუბის სათავეში ახალი პრეზიდენტი მოვიდა. 1973-75 წლებში ოლიმპიაკოსმა სამჯერ ზედიზედ მოიპოვა ჩემპიონობა. ამის შემდეგ იყო ჩავარდნა. ყველაზე ცუდმა პერიოდმა კლუბისთვის 1980 წლიდან 1990 წლამდე გასტანა.
ახალი ერა კლუბის ისტორიაში ისეთი დიდი ფეხბურთელების მოზიდვით დაიწყო, როგორებიც იყვნენ: ზლატკო ზაჰოვიჩი, ჯიოვანი, მსოფლიო ჩემპიონი რივალდო და კრისტიან კარამბუ. ამ პერიოდში კლუბმა ყველა თავისი რეკორდი მოხსნა, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება წითლების ყველაზე წარმატებული ევროპული კამპანია.
მიღწევებიეროვნული ტიტულები:Panhellenic championship (1927-1959)ჩემპიონი: 1931, 1933, 1934, 1936, 1937, 1938, 1947, 1948, 1951, 1954, 1955, 1956, 1957, 1958, 1959
ვიცე-ჩემპიონი: 1939, 1949, 1953
Alpha Ethniki (1959-2006)ჩემპიონი: 1966, 1967, 1973, 1974, 1975, 1980, 1981, 1982, 1983, 1987, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2005, 2006
ვიცე-ჩემპიონი: 1961, 1962, 1964, 1968, 1969, 1972, 1977, 1979, 1984, 1989, 1991, 1992, 1995, 2004,
საბერძნეთის სუპერ ლიგა (2006-)ჩემპიონი: 2007, 2008, 2009
საბერძნეთის თასიჩემპიონი: 1947, 1951, 1952, 1953, 1954, 1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1963, 1965, 1968, 1971, 1973, 1975, 1981, 1990, 1992, 1999, 2005, 2006, 2008, 2009
ვიცე-ჩემპიონი: 1956, 1966, 1969, 1974, 1976, 1986, 1988, 1993, 2001, 2002, 2004
საბერძნეთის სუპერ თასი:ჩემპიონი:1980, 1987, 1992, 2007
ვიცე-ჩემპიონი:1971
საბერძნეთის ლიგის თასი:ჩემპიონი:
ვიცე-ჩემპიონი:1990
საერთაშორის ტიტულები:ბალკანეთის თასი (1960-1994):ჩემპიონი: 1963
ვიცე-ჩემპიონი:
ჩემპიონთა ლიგა:ჩემპიონი:
მეოთხედფინალისტი: 1998-1999
თასების მფლობელთა თასი:ჩემპიონი:
მეთხედფინალისტი: 1992-1993
სხვა მიღწევები:პირეოსის რეგიონალური ლიგა (1925-1959):ჩემპიონი: 1925, 1926, 1927, 1929, 1930, 1931, 1934, 1937, 1938, 1940, 1946, 1947, 1948, 1949, 1950, 1951, 1952, 1953, 1954, 1955, 1956, 1957, 1958, 1959
ვიცე-ჩემპიონი: 1939
International Easter Football Cup Tournament (1928-1964)ჩემპიონი:1928, 1929, 1934, 1936, 1943, 1945, 1946, 1949, 1951, 1953, 1959, 1964
International Christmas Football Cup Tournament (1943-1962)ჩემპიონი:1948, 1952, 1953, 1954, 1956, 1959, 1960, 1961, 1962
Greater Hellas' Cup (1967-1974)ჩემპიონი: 1968, 1972
გუნდის შემადგენლობა:მეკარეები:
1. ლეონიდას პანაგოპოლუსი
50. პავოლ კოვაჩი
71. ანტონის ნიკოპოლიდისი ©
78. რაფაელ პარდო
მცველები:
2. კირიაკოს პაპდოპულუსი
3. დიდიე დომი
4. ოლოფ მელბერგი
5. გეორგიოს გალითსიოსი
14. მიხალ ზევლაკოვი
15. რაულ ბრავო
21. ავრაამ პაპადოპულუსი
24. ლეონარდო
30. ანასტასიოს პანტოსი
35. ვასილის ტოროსიდისი
ნახევარმცველები:
6.იროკლის სტოლტიდისი
7. ლუჩიანო გალეტი
8. ოსკარი
11. ზაირი
17. ანდრეას ვასილოგიანისი
20. დუდუ (ვიცე-კაპიტანი)
25. ენცო მარესკა
28. კრისტიან ლედსემა
31. არისტიდეს სოილედისი
33. იოანის პაპადოპულუსი
88. გეორგიოს კაციკორგიანისი
თავდამსხმელები
9. მეტ დერბშაირი
10. დიოგო
22. კონსტანტინოს მიტროგლუ
23. გიორგიოს ნინიკლიტსიოტისი
დასამახსოვრებელი გამარჯვებები ევროპულ ტურნირებზე1974-75 ოლიმპიაკოსი-სელტიკი (2-0)
1974-75 ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი (3-0)
1983-84 ოლიმპიაკოსი-აიაქსი (2-0)
1983-84 ოლიმპიაკოსი-ბენფიკა (1-0)
1997-98 ოლიმპიაკოსი-პორტო (1-0)
1998-99 ოლიმპიაკოსი-აიაქსი (1-0)
2000-01 ოლიმპიაკოსი-ვალენსია (1-0)
2002-03 ოლიმპიაკოსი-ლევერკუზენი (6-2)
2003-04 ოლიმპიაკოსი-გალათასარაი (3-0)
2004-05 ოლიმპიაკოსი-ლივერპული (1-0)
2004-05 ოლიმპიაკოსი-მონაკო (1-0)
2005-06 ოლიმპიაკოსი-მადრიდის რეალი (2-1)
2007-08 ვერდერ-ოლიმპიაკოსი (1-3)
2007-08 ლაციო-ოლიმპიაკოსი (1-2)
2007-08 ოლიმპიაკოსი-ვერდერი (3-0)
თასების მფლობელთა თასი1971-72 მოსკოვის დინამო-ოლიმპიაკოსი (1-2)
1992-93 მონაკო-ოლიმპიაკოსი (0-1)
უეფას თასი1972-73 კალიარი-ოლიმპიაკოსი (0-1)
1972-73 ოლიმპიაკოსი-ტოტენჰემი (1-0)
1999-00 იუვენტუსი-ოლიმპიაკოსი (1-2)
2008-09 ოლიმპიაკოსი-ბენფიკა (5-1)
2008-09 ოლიმპიაკოსი-ჰერტა (4-0)
ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.olympiakos.gr/#
გუნდს 2009 წლიდან სათავეში უდგას ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი თემური ქეცბაია.
* * *
29 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიპიკაციო ეტაპზე ოლიმპიაკოსმა გასვლით მატჩში დაამარცხა ბტარისლავა ანგარიშით 0-2.
გოლები გაიტანეს პაპადოპულუსმა და ლეონარდომ. ამ წყვილიდან ბერძნები გასულები არიან თუ რამე სასწაული არ მოხდა.
* * *
პოსტეთ ოლიმპიაკოსის გულშემატკივრებმა თუ ხართ ვინმე ფორუმზე

ან უბრალოდ ვისაც ქეცბაიას წარმატება უხარია
This post has been edited by BeNdeLiAni on 31 Jul 2009, 17:43