არსებობს ასეთი ტრილემა (აზრობრივი ერქსპერიმენტია ერთგვარი, რომელიც ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს არგუმენტის სახით), რომელსაც მიუნჰაუზენის ტრილემა ან აგრიპას ტრილემა ეწოდება. ქვემოთ ლინკებია მოცემული, თუ ვინმეს სურს უფრო მეტი გაიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ტრილემის არსი იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი მსჯელობის მეთოდები დაფუძნებულია საბოლოოდ არალოგიკურ და ირაციონალურ საწყისებზე და ამგვარად შეუძლებელია ცოდნის მიღება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენი არგუმენტები იყოფა 3 სხვადასხვა ტიპის მსჯელობებად:
1) უსასრულო რეგრესიის ფორმის მსჯელობა - ეს არის მსჯელობის ტიპი, როცა ერთი მტკიცება დაფუძნებულია მეორეზე, რომელიც თავის მხრივ უნდა იყოს დაფუძნებული მესამეზე, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული უნდა იყოს მეოთხე მსჯელობაზე და ა.შ. უსასრულოდ.
2) დოგმატური ტიპის მსჯელობის ფორმა, ან ამას შეიძლება ეწოდოს ასევე აქსიომატური ტიპის მსჯელობის ფორმა - ეს არის ისეთი სახის მეთოდი, როცა საბოლოოდ დავდივართ წინადადებებამდე (აქსიომებამდე), რომელთაც ვიღებთ მტკიცების გარეშე.
3) მანკიერი წრის ტიპის მსჯელობა (ინგლისურ ლიტერატურაში ამას უწოდენებენ circular reasoning-ს) - ამ სახის მსჯელობაში საბოლოოდ ხდება ასეთი რამ: თუ A დებულება ეყრდნობა B-ს, B ეყრდნობა C-ს, და ა.შ. ეყრდნობა X-ს, X შემდეგ ეყრდნობა A-ს ისევ.
აგრიპა (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) ამბობს, რომ ჩვენი ნებისმიერი მსჯელობა ამ სამი სახის არგუმენტზეა დამოკიდებული, რომელნიც თავის მხრივ არა-რაციონალური/არა-ლოგიკური არგუმენტის ფორმებია და ცოდნის შეძენას ვერ ემსახურება.
თუ ჩვენი ცოდნა მართლაც მხოლოდ ამ სამი სახის არგუმენტს ეყრდნობა, მაშინ ამ არალოგიკური არგუმენტებით როგორ არის შესაძლებელი საერთოდ ცოდნის მიღება? და თუ ჩვენ გაგვაჩნია ცოდნის მიღების სხვა სახის არგუმენტი, მაშინ რომელია ასეთი არგუმენტის ფორმა?
აბა, ეთანხმებით თუ არა აგრიპას? მე ვათანხმები ყველაფერში, თან არ ვეთანხმები არაფერში.
ლინკები:
Munchhausen TrilemmaMunchhausen Trilemma and Impossibility of Certain TruthFormal EpistemologyAgrippa the Skeptic * * *
უკაცრავად, ეს თემი ფილოსოფიაში უნდა გამეხსნა და თუ შეიძლება გადაიტანეთ იქ. მადლობა წინასწარ.