ხვალიდან თბილისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
09.10.2019
ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას 60 ISUZU-ს მარკის ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება,
- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.
„თბილისისთვის შევიძინეთ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 60 უკვე თბილისშია და ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას ეს ძალიან ლამაზი ავტობუსები მოემსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს თურქეთიდან მხარდაჭერისთვის, რომ ასე დროულად შეძლეს ავტობუსების წარმოება და მოწოდება. ამ წლის ბოლომდე ჩვენ მიერ შესყიდული ყველა ავტობუსი დედაქალაქში იქნება. მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით იქნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენ ამას შევძლებთ. ამას იმიტომ ვამბობ ასე ამაყად, რომ ზურგს უკან მიდგას გუნდი და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო“, -განაცხადა კალაძემ.
კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველა რესურსი ამოწურული აქვს.
„ჩვენი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქაც არ გვაქვს კარგად საქმე. გვინდა განვაახლოთ მეტროსადგურები და შევიძინოთ ახალი შემადგენლობები. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელები ტაქსების მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება
პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზოგადად ტრანსპორტი ქალაქში მოწესრიგებული იყოს. მინდა მთავრობას მადლობა გადავუხადო რეფორმებში მხარდაჭერისთვის“, -განაცხადა კალაძემ.
autobild.gec------
მწვანე ფერი ცოტა უცნაურია..
საინტერესოა რამდენ ხანში გააფუჭებენ ინტერიერს და დალეწავენ მინებს..
დღეს ვიმგზავრე 87 ნომრით და შიდა მინა აღარ ქონდა
* * *
* * *
* * *
მოდერ, იმდენი ვიწვალე ამ თემის გაფორმებაზე რომ დამასწრეს და ამიტომ თუ არ შეწუხდები მიაერთე ამ თემასთან - თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 8 მეტრიანი This post has been edited by narcoTOURIST on 9 Oct 2019, 13:01
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa