9 აპრილმა ჩაიარა და შევაჯამოთ. ეს დღე ვერც მრგვალმა თარიღმა შეცვალა. დარჩა მსხვერპლობის და გლოვის დღედ.
თუმცა, რეალურადაც ეს 30 წლისთავი იმ 9 აპრილის იუბილე იყო, როცა ცოცხალი ქართველების ყოფაში მანამდე ყველაზე დიდი ლაფი დაგვასხეს - რუსებმა რუსთაველზე გოგონები დაგვიხოცეს.
და მაინც რა ჰოროსკოპმა და რა ბედის წიგნმა ან ღვთიშობლის კალთამ თუ სერგო ორჯონიკიძის წყევლამ განაპირობა ის, რ ო მ
რომ
მთელი ერი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ და ხანგრძლივ ექსპერიმენტს გავდივართ - თუ როგორ უნდა გახადო ერი შიზოფრენიკი - სულგაორებული.
ეს ჩვენი გოლგოთას მთაზე ასათრევი ჯვარია. არავინ მოგვეხმარება ამ გაორების დაძლევაში ჩვენივე თავის გარდა.
ექსპერიმენტის საფუძვლები ასეთია:
-დამოუკიდებლობის დღესასწაულის დღე უფრო გლოვის, უსუსურობის და თავსლაფისდასხმის დღეა, წაგების დღეა.
- შავი თეთრი და შინდისფერი, ფერთა ჯადოსნური კომბინაცია დროშაზე იმდენად მძიმე და თავგანმწირავია, რომ თვით გერმანელები შუა ევროპაში აქცია ფაშისტებად. ჩვენც მუდამ თან დაგვყვება, მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებულია.
- მტერი ერის, ოკუპანტი ერის სულიერი მამა, სტალინი, ყოველთვის იქნება შენი ერის უმრავლესობის სიამაყის წყარო ("ყველაზე დიდი ქართველი")
-რუკა. საკმარისია ერთი თვალის შევლება( ხოლო ჩვენ 2316 ჯერ მოგვიწევს), რომ რუსეთის მიმართ პარაჟენეცი გახდე.რუსეთი საქართველოს ცაა, ჩექმაა, გრავიტაციული საფრთხეა.
-რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თავისი ანტიკაპიტალისტური სტიგმებით. რამაც ერთხელ კინაღამ სრულიად დაღუპა საქართველო, გვიანი ფეოდალიზმის დროს.
-შიდაეროვნული ფაშიზმი და მულტიკულტურული გარემო.
-შეურაცხყოფილობა სეპარატისტებისგან და რუსებისგან, რომელიც პერსონალურიცაა და სახელმწიფო მასშტაბისაც.
- ჰომოსოვეტიკუსი /სოვეტიკუსი წარსული. მოდის ახალი თაობა, რომელიც მშობლებმა ისევ ჰომოსოვეტიკუსებად გაზარდეს.
-რაოდენობრივი სიმცირე და მოსალოდნელი დემოგრაფიული ტაიფუნების საფრთხე.
- მტერი ერი ერთმორწმუნეა, ხოლო მხსნელი ხალხი მწვალებელი, ცრუმორწმუნე, სოროსისტია.
-წაქცეული ჯერ უნდა ადგე, ადგომის გზა კი ისევ რუსებზე (ტურისტები, რუსეთიდან გადმორიცხვები ) გადის.
-თუკი ოდესმე დაიძრა საქმე საქართველოს გაერთიანების, სეპარატისტებთან საურთიერთო ენა ისევ იმპერიის ენა უნდა იყოს
- - რაცარუნდა გაძლიერდე, სულ ნატოს ჰიპერსუპერ დახმარების ობიექტიც რომ გახდე, საქართველოს გაერთიანება ვერ მოხდება, თუ მტერი რუსეთი არ გახდა შენდამი ლოიალური და დაგითმო რაღაც მომენტში.
- ქვეყნის ფეხზე დამყენებელი (მძორისგან ცოცხალი ორგანიზმი დააყენა, სექენდჰენდი ვარდისფერფართუკიანი მილიცია ჩაიბარა და 8 მლრდ ბიუჯეტიანი გადააბარა) ადამიანი ბუად გყავთ და შავწითელი ბილბორდები არჩევნების ბედს წყვეტს.
- ცოცხალ შემადგენლობას ერთადერთი მუდამ გამარჯვებული პერსონაჟი გვყავს - პატრიარქი, რომლის სენტიმენტები რუსეთთან განპირობებულია მისი პირადი ბიოგრაფიით.
- ერში ორი მთავარი დეფიციტია, რასაც ითხოვს ელიტისგან და ქვეყნისგან და ვერ ღებულობს - გულწრფელობა და გამარჯვებულობა. ხარ 99% ფარისევლების აუდიტორია და 7 ჯერ ზედიზედ წაგებული.
-ერი საამაყო კინოპროდუქციით და ამ კინოპროდუქციაში არცერთია პროსახელისუფლო (მაგალითად მონანიება, ვედრება, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე არის ანტისახელისუფლო ფილმები)
-ხალხს საკუთარი ქვეყნის ისტორია სსრკს დროს შექმნილი პროპაგანდისტული ფილმები (გიორგი სააკაძე, ბაშიაჩუკი) ჰგონია. და მოღუნული ხმლით მუდმივი თავისწასლეკვის შიშშია. აზიას თვალს ვერ უსწორებს, გეოგრაფიული რეალობა მისთვის სიკვდილის საშიშროებასთან / მოღუნულ ხმალთან და ჩალმიან ყიზილბაშთან ასოცირდება. (არავის გადაუღია აზიელებტან მშვიდობიანი დაპყრობილობის შესახებ ტკბილი ფილმები, სამაგიეროდ რუსეთის მიერ დაპყრობილობაზე 87 ტკბილი და თბილი ფილმი გვაქვს ნანახი (ჭრიჭინა, მოიტაცეს თამარქალი.. ყველა .. ეტქ.)
აბა წარმოიდგინე რამდენად იოლია იყო რუმინელი, ლატვიელი, სპარსი, პერუელი, ვიეტნამელი.
ქართველობა 100-ჯერ ძნელია.
აიქიუ კი იმ ქვეყნების მოსახლეობაზე მეტი, სამწუხაროდ არ გვაქვს.
ხოდა, ვიქნებით ასე, ჩემ რევოლუციამდე.
მანამდე გვშურდეს ვიეტნამელების. აი ამათი. ამათ ტვინი არ აქვთ შებორკილი -ამერიკა გააძევეს და მოგებულებკ არიან. ი ვსო მაგათ ტვინებში.
https://video.ftbs6-1.fna.fbcdn.net/v/t42.9...592&oe=5CAD8FAC This post has been edited by axalirevolucia on 10 Apr 2019, 09:01
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!