"7 წელზე მეტია მშვიდობაა, უსაფრთხო ქვეყანა ვართ. მეტი გვჭირდება?... " - თალაკვაძემ მიღწევები ჩამოთვალა
რეზონანსი
10.04.2019
(რეზონანსი) უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიღწევებს ასახელებს.
„ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად", -ამბობს თალაკვაძე.
გული აგერევა ასეთებს რო უყურებ ან სად გაიზარდნენ ან ვინ გაზარდა