კაზინოს აკრძალვის მომხრეების ძირითადი არგუმენტია - უამრავი გაუბედურებული ოჯახი, რომლის წევრმაც გაანიავა ოჯახის/პირადი ქონება.
მხოლოდ ონლაინკაზინოების აკრძალვის მომხრეების ძირითადი არგუმენტია - 1) არასრულწლოვნების თამაში, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ უფროსის პირადობით.
2) მასიურობა - თამაშობენ ნაკლებად აზარტულებიც, რომლებიც ონლაინკაზინოს არარსებობის შემთხვევაში კაზინოში არ შევა სათამაშოდ. (სამაგიეროდ შევა ტურისტი და ის აზარტული ადამიანი, რომელსაც აკრძალვაც კი არ გააჩერებს და უბანში (ან სადმე) "იყომარებს")
კაზინოს აკრძალვის მოწინააღმდეგე მხარეს ძირითადად ის არგუმენტი აქვს, რომ იატაკქვეშეთში გადავა აზარტული თამაშები. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ონლაინკაზინო აიკრძალება და კაზინო ისევ ხელმისაწვდომი იქნება, ამ შემთხვევაში ხო არ გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში?
* * *
ვახ, როგორც ჩანს არ არის აქტუალური თემა. მეგონა გირჩები მაინც შემოლაგდებოდნენ