ძალიან მომწონს iPhone XS-ი,მაგრამ Android-ს ვანიჭებ უპირატესობას.
Galaxy S10 არ მომეწონა ვიზუალურად ვნახე, არც P30 მომეწონა.
არც Mate 20 Pro მომეწონა და მივხდი, რომ Edge ეკრანები არ მომწონს.
Mate 20 მომეწონა, მაგრამ რა საშინელი ინტერფეისი ჰქონია
Samsung-საც იგივე საშინელი ინტერფეისი.
OnePlus 6T მომეწონა ძალიან, დიზაინითაც და ინტერფეისითაც, თუმცა უკვე 7 გამოდის და დალოდებაც ღირს.
მეგონა Sony-ს ახალი სმარტფონი XZ3 მომწონებოდა, მაგრამ ძალიან დამრგვალებულია, XZ2 უფრო მომეწონა, თუმცა ორივემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ხელში ჭერის დროს.
Pixel 3 მომეწონა ძალიან, კომფორტული სმარტფონია და საუკეთესო ინტერფეისიც აქვს, სწრაფი და სტაბილური, კამერა საოცარია, არამხოლოდ მთავარი, წინა კამერებითაც გამოვოდი. ნამდვილად დიდი მოწონება ჩემგან Google-ს.
Xiaomi-ს სმარტფონები თითოს კარგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცნაირია, შორიდან შეხედავ ფლაგმანურს ჰგავს,ხელში დაიჭერდი და ბიუჯეტურის შთაბეჭდილება გრჩება.
Nokia 9 ვნახე და მეგონა მაგის 5 კამერა სასწაულებს მოახდენდა, მაგრამ Google-ის ერთ კამერასთანაც ვერ მიდის ახლოს, ისე კი დიზიანი საკმაოდ მომეწონა.
ხო, კიდევ გამახსენდა, Sony-ს ახალი Xperia1, ძალიან მომწონს ვიზუალურად, მაგრამ ჯერ აქ არ არის.
მოკლედ, VIVO, OPPO, Huawei, Samsung და სხა დანარჩენი, რომელსაც სუფთა ანდროიდი არააქვთ გამორიცხნენ.
დარჩა Pixel 3, Xperia 1, OnePlus 7 ან კიდევ Pixel 4-ზე დალოდება.
ეს ფილოსოფიური პოსტი კი შემოგთავაზეთ, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს