https://www.zotac.com/sk/product/graphics_c...-ti-amp-editionმოკლედ ეს მოდელებია რაოდენობა 8 ცალი, ყველას აქვს ყუთები და სრული კომპლექტაცია რაც უნდა მოყვებოდეს ქარხნურ შეფუთვაში, მხოლოდ არ მოყვება GPU-ს კონექტორები 6+2 პინიანები, ამოვიღე და ეგენი ცალკე გავყიდე აქ ფორუმელს ჭირდებოდა და ეგ არ აქვს მარტო კომპლექტაციას.
გავყიდი გინდ ცალობით გინდ ერთიანად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ერთი კაცი წაიღებს ყველას თუ სათითაოდ ვინმე. ფასები მეც ვიცი და აქაურებმაც. არ მეჩქარება არც ვაპირებ იაფად გაყიდვას, გავყიდი ნორმალურ საბაზრო ფასად რაც ღირს იმაზე ცოტა იაფად.
ყველა ვიდეო ბარათი არის იდიალურ მდგომარეობაში ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც. არც ფანებს აქვს პრობლემა, ყველა ბარათს ფანი უმუშავებს ნორმალურად ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.
არის ნაყიდი 2018 წლის ივლისის ბოლოს. ჯერ ერთი წელიც არ გასულა. რათქმაუნდა არ დავიწყებ რაღაც უაზრო ისტორიების მოყოლას ზოგიერთი ფორუმელის არ იყოს....
რვავე ბარათი აგვისტოს თვიდან მოყოლებული დღემდე მუშაობდა კლიპტოვალიუტაზე (ამაინინგებდა ეთერიუმს ) დღეს გავაჩერე დავშალე ყველა, ჩავალაგე თავისივე ყუთებში და გავამზადე გასაყიდად. მაინინგის დროს სამუშაო ტემპერატურა ჰქონდა 55 გრადუსის შუალედში, ჰქონდა კარგი გაგრილება ოთახს და ასევე სისუფთავე არანაირი მტვერი.
დაშლის და გაყიდვის მიზეზი ის არის რომ კომპლიქტი მომივიდა მეწილესთან სადაც საერთო ფართში გვქონდა რამდენიმე მაინერი დადგმული... აღარ მიღირდა ამიტომ დავშალე და ვყიდი.
თუ ვინმეს რამე კონკრეტური დეტალები აინტერესებს პირადში გავცემ პასუხს.
კაპიკებში გადაყრას არ ვაპირებ, ნურც გაცვლის ვარიანტებს შემომთავაზებთ..... იყიდება მხოლოდ.