
“აშშ-ის საელჩოს ცნობით, ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა” – “კურიერი” “შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტზე განმარტებას აკეთებს
გადაცემა “შაბათის კურიერში” გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ, დღეს “კურიერს” განმარტების გაკეთება მოუხდა.
როგორც ირკვევა, “კურიერს” აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. უფრო კონკრეტულად კი, “შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტში ავტორი ქართველი იუნკერის მხრიდან ამერიკელ იუნკერ გოგონაზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე საუბრობდა, თუმცა “კურიერს” სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფა დღეს მას შემდეგ მოუხდა, რაც საქართველოში ამერიკის საელჩომ მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.
“თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ამერიკელ კონკურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. “კურიერს” საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა”, – ნათქვამია “კურიერის” მიერ გაკეთებულ განმარტებაში.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს ეს ტელევიზია?
რატომ ავრცელებ დეზინფრომაციას ასეთ თემებზე ?
გავიგე ტალახაძე არ ევასება, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლით და დისკრედიტაციით , რა შედეგების მიღება სურს ?
მოამზადე სიუჟეტები რეალურად იმ თემაზე, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში, ათასი პრობლემაა , ეგაა კრიტიკული ტელევიზიის ფუნქცია-მოვალეობა
და არა ხელოვნურად დეზინფორმაციების გავრცელება, რომლის მიზანია- ქვეყნის მთავარი ინსტიტუციების მიწასთან გასწორება
http://kvira.ge/462383 This post has been edited by kupara on 14 Apr 2019, 17:18