ეს წერილი ძველია.
სავსებით არ შემოწერს პორტრეტს პიროვნებისა, რომელსაც უნდა, მომენტით კიდევ ერთხელ ისარგებლოს.
თუმცა ვფიქრობ, მისი ცალკეული აქცენტები შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ფორუმელი მეგობრებისთვის
http://urakparaki.com/?m=4&ID=52711ვარსკვლავბიჭუნობიდან - ვარსკვლავ(ტ)კაცუნობამდე
ანუ
ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
- - - - - - - - - - - ----- - - - - - - -- - - -
ამ რამდენიმე წლის წინ ვარდების რევოლუციის შედეგად გამოჩინებულ ახალგაზრდა შემოქმედთა ერთ ნაწილს, დღენიადაგ ცისფერ ეკრანზე რომ კიაფობდა, ვიღაც ენამახვილმა ვარსკვლავბიჭუნები უწოდა. გავიდა დრო და მათგან ორიოდე თუ შემორჩა მაყურებელთა თვალთახედვას, გამქრალებს კი რამდენიმე ახალი ჩაენაცვლა, მაგრამ მათზე - სხვა დროს!
ახლა ერთი კონკრეტული მაგალითის მოხმობით, მცირე ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ იმის გასაგებად თუ გასახსენებლად, საიდან იღებს ჩვენში სათავეს გა-ვარსკვლავბიჭუნებისა და შემდგომ ამისა, გა-ვარსკვლავკაცუნების ეს ტრადიცია.
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საკმაოდ გავლენიანი საბჭოთა ნომენკლატურული პირის - პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან მწერლობაში მოვლინებული ელგუჯა მაღრაძის თექვსმეტი წლის ვაჟიშვილს დავითს, პიონერთა სასახლის ,, ნორჩ შემოქმედთა სტუდიის'' აღსაზრდელს, , თავისი , , სტუდიელი'' თანატოლებისაგან სხვამხრივ დიდად რომ არ გამოირჩეოდა, მამის გავლენით და მოწადინებით,, სასწრაფოდ პოეტური კრებული დაუსტამბეს.
დღეს პოეტური კრებულის ადრეულ ასაკში გამოცემით ვის გააკვირვებ, მაგრამ , შეგახსენებთ, ეს ის დრო იყო, როცა ასაკით გაცილებით მასზე დიდ, ნიჭიერ ავტორებს წლობით უხდებოდათ ლოდინი, თუნდაც ერთფორმიანი კრებულის გამოსაცემად., კრებულის გამოცემას ჟურნალ ,,ნობათში'' მისი ლექსების პუბლიკაციაც უძღოდა, ესეც მრავალი ნიჭიერი ავტორისათვის აუხდენელი ოცნება იყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ვარკვლავბიჭუნა სასწრაფოდ შეიყვანეს მაშინდელი მწერალთა წრის გამგეობაში. ყოველწლიურად გამგეობის სხდომაზე ,ახალი წევრების არჩევამდე გასული წლის შედეგები ჯამდებოდა .
მჯერა, ჩემს მეგობრებსაც ეხსომებათ სხდომაზე წრის მაშინდელი ხელმძღვანელის, ყველა ჩვენგანისთვის პატივსაცემი პროფესორის ტარიელ კვანჭილაშვილის უხერხული თავისმართლება, როდესაც უკვე მეორე კურსზე გადასული დათო მაღრაძის , როგორც გამგეობის წევრის შესახებ გაიმართა მსჯელობა.
(თავად დათო იმ სხდომაზე მობრძანებით როგორ გაგვანებივრებდა, მწერალთა წრის მუშაობას მთელი წლის მანძილზე მგონი ორჯერაც არ დასწრებია.).
ბატონმა ტარიელმა ბრძანა:: ,, შარშან დათო მაღრაძე წევრად რომ ავირჩიეთ, ჩვენი მიზანი იყო, იგი გაზრდილიყო. სასიხარულოა , რომ იგი მართლაც გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება!'
ცხადია, ზოგს ორაზროვნად გაგვეღიმა, უფრო თამამებმა გაიცინეს, მაგრამ საყვარელი პროფესორის, წრის ხელმძღვანელის ამ ,,რკინის’’ არგუმენტს, თანაც იმ დროს, წინ ვინ აღუდგებოდა!
ასე ,, შეიქმნა'' პოეტი დათო მაღრაძე, ანუ ჩაეყარა საფუძველი მაშინდელი ქართული კომუნისტური, უფრო სწორად, გვიანსოციალისტური ახალი ნომენკლატურული კადრის მომზადებას.
და ლამის ყველაფერი წყალში ჩაიყარა!
მოვიდა ზ. გამსახურდიას მთავრობა, რომელიც, მსუბუქად რომ შეგახსენოთ, საბჭოთა შემოქმედებით ნომენკლატურას დიდად არ სწყალობდა, შესაბამისად ვერც საბჭოთა ვარსკვლავბიჭუნას - დავით მაღრაძეს გადმოხედავდა მოწყალე თვალით...
დავით მაღრაძე ის ადამიანი იყო, ვინც თავის თანამემამულეთა წინააღმდეგ ავტომატით ხელში იბრძოდა შევარდნაძის ხელისუფლების დასაბრუნებლად.
დაბრუნებულმა ხელისუფლებამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებისთანავე იგი ამ დამსახურებისათვის ჯერ ჟურნალ ,,ცისკრის'' მთავარ რედაქტორად დანიშნა, მაგრამ ორი ნომრის გამოცემაც არ დააცალა, კულტურის მინისტრად გადაიყვანა, პარლამენტის წევრობას ვინღა დაამადლიდა, მწერალთა კუთვნილი გამომცემლობა ,,მერანის ’’ ერთ-ერთ მთავარ მეწილეს , როგორც ამბობენ, ფეშქაშად თბილისის ცირკის შენობაც უბოძეს...
ახლა ნაშოვნი ფულით უცხოეთში გზაც გაუკვლევია და დღეს, არც მეტი- არც ნაკლები, უცხო ქვეყნის აკადემიის წარდგინებით, ნობელის პრემიის ნომინანტად მოგვევლინა!
ორიოდე კარგი სტრიქონი მასაც დაუწერია, მაგრამ ვერავინ დამისახელებს მის ერთ პოეტურ ნაწარმოებს, პროფესიულ კრიტიკას რომ გაუძლოს.
ის ამბავიც ბევრს ეხსომება: საქართველოს ჰიმნის თავდაპირველი ტექსტი, დავით მაღრაძემ რომ დაწერა, პრეზიდენტს არ მოეწონა და უკეთესის იმედით, კულტურის სამინისტრომ საყოველთაო, ახალი კონკურსი გამოაცხადა. მაშინ დავით მაღრაძე კულტურის მინისტრი უკვე აღარ იყო, მაგრამ იმ კონკურსს ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძველი კავშირების წყალობით, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებაზე რომ იმოქმედა, ისევ დავით მაღრაძემ გაიმარჯვა!
ამის შემდგომ ხელისუფალს რაღა დარჩენოდა!
ხოლო როგორია ჩვენი ჰიმნის ტექსტი, დღეს ყველას მოეხსენება.
###
ასეა თუ ისე , დავით მაღრაძე საქართველოს ჰიმნის ავტორია და ბოლო დრომდე ქართული ,,პენ კლუბის’’ პრეზიდენტობის წყალობით, საზღვარგარეთაც გზა ყველგან ხსნილი ჰქონდა და აქვს.
მოკლედ, დღეს საერთაშორისო კავშირებითა და ფულით გადიდგულებული ეს ვარსკვლავკაცუნა ოპოზიციონერადაც მოგვევლინა და თურმე მას ძალიან მოსწონს რობერტ სტურუას ბოლო ,,სპექტაკლი’’, რომლის ფინალიც მხოლოდ რეჟისორს სცოდნია. აი, რას ბრძანებს იგი:
,,არ მაინტერესებს რა ესაქმებათ ერთ სცენარში ნინო ანანიაშვილს, ნანი ბრეგვაძეს, პაატა ბურჭულაძეს, სოსო ცინცაძესა და გია ნოდიას, მე არ ვარ მოტრფიალე ხელისუფლების მიერ დადგმული წარმოდგენებისა, მათ აშკარად ჯაბნის სტურუას სპექტაკლები, მეც მისი მაყურებელი ვარ...’’
რობერტ სტურუა რომ დიდი რეჟისორია და დიდი ღვაწლიც მიუძღვის ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, ამას ყველა აღიარებს,
ისიც უდავო ფაქტია, რომ ბოლო თხუთმეტი წლის(!) მანძილზე მას არ შეუქმნია ერთი სპექტაკლიც კი, რომელიც თუნდაც 70-იან წლებში განხორციელებულ მისივე დადგმებს მიუახლოვდებოდა. თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და დღემდე კიდევაც დიდხანს გასძლო იმ ძველი ინერციით, მაგრამ თუ დროზე არაფერი ეშველა. საბოლოოდ მილეული ინერცია ვეღარაფერს იზამს.
დავით მაღრაძეს არც ის ,,ახსოვს’’ , როგორ მოექცა რობერტ სტურუა საკუთარ მასწავლებელს მიხეილ თუმანიშვილს, როცა იგი თეატრიდან გააძევა, ასევე თანამშრომლებს, იზა გიგოშვილსა და სხვებს, შევარდნაძის დაბრუნების შემდგომ...
არც ის აღელვებს, რამდენად ზნეობრივია საკუთარი თანამდებობის დაკარგვის გამო რუსთაველის თეატრის მსახიობთა და თანამშრომელთა მარიონეტებად გამოყენება, გარეთ გამოყვანა და მიტოვება, როცა თავად ადგილი გაქვს გამზადებული სხვა ქვეყნის თეატრში.
მთავარი აქ სხვაა - სეირის მოლოდინი.
დავით მაღრაძეს არც მიუზიკლი ,,ქეთო და კოტე’’ უნდა რომ ნახოს, რათა საკუთარი აზრი შეიქმნას. ურჩევნია, ყველაფერი ერთიანად ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლად ჩათვალოს.
აი, როგორი ,,მაყურებელია’’ დღეს იგი.!
ასეა, როცა სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავები კაშკაშებენ, დავით მაღრაძისნაირი ვარსკვლავკაცუნები შურისაგან ტკაცუნით სკდებიან და ვარსკვლავტკაცუნებად იქცევიან!
This post has been edited by nino darbaiseli on 13 Apr 2019, 18:00
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004