ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ და არასამთავრობოებს ვენეციის კომისიის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
17:17 2019-04-17
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმებზე - პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია გათალისწინებული იქნება.
კობახიძემ მესამე სექტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ ვენეციის კომისიის შეცდომაში შეყვანაშიც დაადანაშაულა:
„ვენეციის კომისია თავის პოზიციას არ აფიქსირებს. კომისიას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს მთელმა რიგმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ სასამართლო ადეიშვილის დროს უფრო კარგი იყო, ვიდრე დღევანდელი სასამართლო. ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს არის ასახული, რომ გარკვეულმა სუბიექტებმა საბჭოს მიმართ უნდობლობა დააფიქსირეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=202797-%E1%...%83%9B%E1%83%90