ყველას მოგესალმებით! რა არის ეს ამ პარიზის ტაძრის გამო რა ამბები ატეხეს ბლიად , კი მართლაც გულდასაწყვეტია ესეთი ისტორიული ტაძარი რო დაიწვება, მაგრამ რაც მთავარია ხალხი არ გარდაცვლილა და რო აზიარებს ეს სნობი ხალხი გაწმარებული რა იყო რა) გავიგეთ რო დაიწვა და აღარ არის რათ უნდა ეს გლოვა, მსოფლიო ტრაგედია წარწერები და ა.შ.
მეჩეთში რო ხალხი ამოხოცეს მაშინ არ გლოვობდა არავინ, არადა 50 კაცი ჩააკლეს შიგნით და უბრალოდ ის მაკვირვებს ხალხში, რომ ისტორიული ტაძრის განადგურებას უფრო მტკივნეულად აღიქვამენ, ვიდრე ხალხის გარდაცვალებას.
აგერ მაგალითდი ერთ ერთი ფბ გვერდიდან ამ ამბავთან დაკავშირებით ესე დაწერეს - "რაც ახლა პარიზში ხდება, მარტო ფრანგი ხალხის გასაჭირი როდია, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. გული მტკივა. Vive la France"
კაროჩე არ ვიცი რა შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ბოლო დროს ამ საზოგდეობას ვერ ვუგებ და ვერც აღვიქვამ თავს მის ნაწილად.
რაღაც აი როგორ ხალხს ვხედავ ხშირად იცით, ვითომ რო პროფესორობენ და რაღაც განსაკუთრებულად რო ცდილობენ თავის წარმოჩენას და სულში ამ დროს ცარიელები არიან. კაცებს მითუმეტეს არ უხდება ეგეთი რაღაც. რაღაც ლაჩრული სნობური ელემენტებია ერთმანეთში გაზავებული.
ნეგატივიც ბევრი ჩვენ ქვეყანაში და მომიტევეთ მეც ამ პოსტით ნეგატივის მცირე პორცია რომ გაგიზიარეთ