ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკი გამოაქვეყნა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაუყონებლივ გადასახდელი თანხა 1 426 მლნ დოლარს შეადგენდა (აქედან 762 მლნ დოლარი საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური დეპოზიტებია, რომელიც რეალურად დაუყონებლივ გადასახდელი არ არის). მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) 1 031 მლნ დოლარის საგარეო ვალია დასაფარი. წლის ბოლომდე კი ჯამში 2 910 მლნ დოლარის საგარეო ვალის გადახდაა საჭირო. აქედან უმეტესი ნაწილი კერძო სექტორის საგარეო ვალია.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 17.6 მილიარდი დოლარია.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მლნ დოლარებში
http://forbes.ge/news/6076/saqarTvelos-sag...adaxdis-grafiki
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)