ცხოველთა სამყაროს რომ გადავხედოთ, ვხედავთ უკონტროლო ემოციებს. შესაბამისად ქცევა არის ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა, გაუპატიურება, ძალადობა... მხოლოდ როდესაც იძულებულია ორგანიზმი იშრომოს ხრვოსითვის გადასარჩენად მაშინ იკრიბებიან ერთად სანადიროდ.
ადამიანი კი ერთადერთი ცხოველია, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შესაბამისად შეუძლია თვითგადარჩენა ამ რაციონალურ აზროვნებას დაუთმოს ემოცია კი სასიამოვნოდ დახარჯოს, მაგალითად ახლობლებთან სიცილში, ხელოვნებაში...
ასევე, ლოგიკას რომ გაყვება ადამიანი, მას შეუძლია უპირობო სიყვარული, უპირობო კარგი საქმის კეთება...
თუმცა, ჩვენში იბრძვის მხეციც - უკონტროლო ემოცია - ჩვენი წარსული, რომელსაც მე მაიმუნს დავარქმევდი. რაციონალურ ნაწილს კი ბუს.
მოდით, ვისაუბროთ, რა მეთოდებით შეიძლება მაიმუნი ბუს დავუქვემდებაროთ. მოვიყვანოთ მაგალითები, რომელშიც მაიმუნი უფრო ძლიერია ვიდრე ბუ და პირიქით.
მაგალითი, როდესაც მაიმუნი უფრო ძლიერია:
სკოლაში ბავშვს არ შეუძლია კონტაქტი დაამყაროს მეგობრებთან. ის ამბობს, რომ ყველა დებილია (მაიმუნი). სინამდვილეში, კი შეიძლება რაღაც წარსულის გამო ეშინია ხალხის. ბუმ უნდა გამოიძიოს მაიმუნის სიტყვები და ფაქტებით დაასაბუთოს რა არის სწორი და რა მაიმუნის მიერ შეთხზული.
უკონტროლო მაიმუნი არის ომების და სხვა უსიამოვნებების შემოქმედი. საჭიროა მისი დამორჩილება. ვფიქრობ, წმინდა გიორგისა და გველვეშაპის ორთაბრძოლა მიანიშნებს ბუსა და მაიმუნს შორის ბრძოლაზე.
ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ადამიანი იჯერებს, რომ სიამოვნება ჯობია სიმშვიდეს.