ვაკეში მშენებლობის დროს დაღუპული 2 მუშის საქმეზე კომპანიის დირექტორი დააკავეს
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
166 წაკითხვა 12 გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს ხიმიჯ სერვის 2-ის დირექტორი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
საქმე ეხება ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობის დროს მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი ორი მუშის საქმე. უწყების ცნობით, სწორედ, შპს ხიმიჯ სერვის 2 ახორციელებდა გამაგრების სამუშაოებს შემთხვევის ადგილზე.
შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შპს ხიმინჯ სერვის 2-ის მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.
"გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს ხიმინჯ სერვის 2-ის დირექტორს", — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
https://on.ge/story/36624-%E1%83%95%E1%83%9...%83%94%E1%83%A1მუშებმა შემოთვალეს საიქიოდან ჩვენ ვიცავდით წესებსო
This post has been edited by ლევონ on 19 Apr 2019, 19:00