"გირგვლიანების საქმე"- ეს უბედურება და ბოროტება  ჯერ კიდევ  გაუხსნელია და თანდათან გაიხსნება.  თქვენს თვალწინ გაიხსნება  და ყველას მოუწევს მზის შუქზე გამოჩნდეს და გამოაჩინოს თავისი ნამდვილი მონაწილეობა და ნამდვილი დამოკიდებულებები ამ საქმის მიმართ.  სისტემის ყველა რგოლს გადაწვდება, თავად ივანიშვილის ჩათვლით.  რადგან სწორედ ის აფინანსებდა და ახალისებდა იმ სისტემას. იმ სისტემის  ჯაჭვის  როგლი რომ არის თვითონაც და ბავრი სხვა, იმიტომ არის ასე გამწარებული.და იმიტომ იკბინება  გაწვრთნილი მდინარის ვირთხიანად. 
გასაგებია  რომ  ეს ენაჩლიფინა ვირთხა ამავე დროს  ტვინითჩლიფინაც და  ცუდი იურისტიც ყოფილა. პატრონისადმი მონური დამოკიდებულება და მონათა ზედამხედველი მონის თანამდებობის   მოტივაცია ყველა მოტივაციაზე უძლიერესი რომ არის მისნაირერბის მოდგმისთვის ესეც  გასაგებია. ამიტომ 
მე შევგულიძეზე მაქვს შეკითხვა:
საერთოდ როგორ მოხდა იმ რეჟიმს ასე უხიფათოდ რომ გადაურჩა, გირგვლიან-ენუქიძეების გზას რომ არ გაუყენეს, ცოცხალი რომ დატოვეს,- აქ რა მოხდა, რა შიდა გათვლები იყო, ანუ ვანიჩკა ფაქტიურად უკვე გაიწირა მათი მხრიდან იმ აქტით რომ საქმე ევროსასამართლომდე მივიდა? "იქ ჯგუფი იყოო"- ეს რაღაცნაირად მომხვდა ყურში და ცოცხალი თავით არც ერთი მხარე არ ასახელებს ამ "ჯგუფის" წევრებს. ანუ თვითონ ივანიშვილიც უკვე იყო იქ, იმ "ჯგუფში" თავისი გათვლებით? უკვე მაგ დროს სხვა გათვლებზე გადაეწყო ნაცრეჟიმის მიმართ? უკვე სათავისოს გეგმავდა? ორმაგს თამაშობდა იმთავითვე?  ახლა ცხადზე ცხადია რომ პარტიას თავად შლის და დათოს პარტიას ალაგებს.
.......................... შემდეგი კითხვა:
და ახლა მაინც- როცა ვიცით რომ დამკვეთი იყო  და არის  სისტემა- ამ სისტემას არანაირი სამართალი არ უნდა შეეხოს?
ისევ "დასრულდეს რევანშიზმის" რეჟიმში უნდა გააგრძელოთ ცხოვრება?  რავანშიზმი კი არა არავინ პასუხს რომ არ აგებს ჩადენილ დანაშაულებებზე, და ამ ვაჟბატონი მოსამართლეების სახით წინასწარ დაცვას რომ იკეთებს ახლანდელი მთავრობა და ყველა წინა მთავრობები-  ეს უნდა დასრულდეს.
ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.
ბიუჯეტის ჩამპარსველმა ვირთხებმა უნდა დააბრუნონ ნაძარცვი.  ადამიანების შიმშილობის და ავადმყოფობის ხარჯზე აშენებული სასახლეები და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება უნდა დააბრუნონ.ეს პრემიობანა უნდა შეწყდეს. ეს თანხები მთლიანად უნდა მოხმარდეს ჯანდაცვის და განათლების პროგრამებს!
ყველა სამინისტროს კარი უნდა გაიღოს.
უნდა გაიღოს პარლამენტის კარი.
უნდა მოხდეს სასამართლოს ნამდვილი რეფორმა.
ახლა,  გაუგონარ რამეს ვიტყვი:
დაზარალებულებს და ბრალდებულებს  უნდა ქონდეთ  მოსამართლესთან თავისი სატკივარის და საქმის  პირისპირ გაზიარების საშუალება, ვინაიდან მან უნდა გადაუწყვიტოს. მოსამართლეს   გამოაქვს განაჩენი და ის   უსათუოდ უნდა იყოს   პირველ წყაროსთან შეხებაში, პირადად!!   
ვიცი ახლა ეს საოცარ აბსურდად ჟღერს, მაგრამ თქვენ/ჩვენ/ ისე მიგაჩვიეს გაუკუღმართებულ სისტემას (სტანდარტს) რომ ვეღარ წარმოგიდგენიათ სხვანაირი სასამართლო სისტემა. თანაც  უბედურება ისაა რომ  ვალდებულება გაქვთ მსოფლიოში მხოლოდ ერთ სისტემას მორჩილებდეთ. თანდათან  მხოლოდ ერთ სისტემას უნდა  დაემორჩილოს მთელი მსოფლიო  
 This post has been edited by annavita on 17 Apr 2019, 09:28   
        
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო