მოკლედ ქრონოლოგიურად რომ აღვწეროთ მაშინდელი მოვლენები:
რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყების წინ რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ საჭიროდ ჩათვალა თურქეთისთვის კავკასიის მიმართულებით დივერსიის მოწყობა და იმერეთის ელჩობას რომელიც რუსებისგან დახმარებას ითხოვდა პასუხი გასცა რომ ისინი(იმერეთის სამეფო) რუსეთის იმპერიის მფარველობის მოსაპოცებლად უნდა ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში და მოეხდინათ თურქებისათვის დივერსია , იმერეთის მეფეს უნდა აეყოლიებინა ერეკლე რომილიც იმხანად თურქებთან ნორმალურ ურთიერთობებში იყო და საერთო ძალებით ემოქმედათ. ეკატერინე პირდაპირ წერს რომ საჭიროა ქართველების ხელით ისე მოახდინონ დივერსია რომ ქართველებმა იფიქრონ აქაოდა საკუთარ საქმეს ვაკეთებთო.(სიტყვასიტყვით: უნდა სული ჩვენი იყოს ხორცი კი ქართულიო)
დიდად რომ აღარ გავწელოთ ერთისმხრივ 1770 წელს საქართველოში შემოსული რუსული კორპუსი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით და მეორეს მხრივ ერეკლე ქართლ-კახეთის ჯარით (სოლომონი არ გამოცხადდდა) იკრიბებიან სურამთან საიდანაც იგეგმება თურქულ ქალაქ ახალციხიეზე შეტევა. აწყურის ცხიდან რომელიც გზად შემოხვდათ ტოტლებენმა უკან დაიხია და ქართული ჯარი მარტო დატოვა მოწინააღმდეგის მიწაზე თუმცა ამის მიუხედავად ერეკლემ წინ წაიწია და ასპინძასთან საშინლად დაამარცხა თურქები .
ასპინძის ბრძოლის დეტალური აღწერა რუსი ოფიცრის მოურავოვის მიერ: საეინტერესოა
http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Ka..._I/61-80/65.htmსპოილერში ქართული თარგმანი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
41. Д. III. 30 აპრილი 1770 წ. თავად მოურავოვის ანგარიში გრაფ ტოტლებენს.
მე უკვე მქონდა პატივი ,ანგარიშში რომელიც თარიღდება 20 აპრილით, მოკლედ მომეხსენებინა თქვენთვის ,ირაკლი მეფის მიერ მტერზე მოპოვებული გამარჯვების შესახებ , ახლაკი მაქვს პატივი უფრო დაწვრილებით მოგახსენოთ, რომ ამ თვის 19 რიცხვში როდესაც თქვენ აწყურიდან უკანდახევა ინებეთ, საკუთარ ბანაკში დაბრუნებულმა მეფე ერეკლემ განმიცხადა ,რომ თქვენ მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად ის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მიატოვეთ . ამ ამბიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული რომ მთელი ჯარი უდიდესმა უკმაყოფილებამ და ხმაურმა მოიცვა, თვითოეული მათგანი ყვიროდა რომ მათი აღსასრული გარდაუვალია ,რადგანაც მისი უდიდებულესობა იმპერატორის მხარდაჭერა დაკარგეს ,ამით ისეთ სასოწარკვეთაში ჩაცვივდნენ თითქოს მტერი უკვე ახლოს ყოფილიყო და ყოველმხრივ აზიანებდა მათ, მაგიერ გამხნევებისა ერთი მეორეს უფრო უათმაგებდნენ შიშს ,რომელიც იქამდე მიდიოდა რომ ადამიანებმა მიატოვეს რა ყველაფერი რაცკი ჰქონდა ,მეფის იქ ყოფნისა და მეთაურთა მხრიდან მუქარების მიუხედავად, ყვირილით ბანაკიდან გაქცევა დაიწყეს. მტერმა კი დაინახა რა მათი ეს შემთხვევითი ,უმწყობრო უკანდახევა ,ამასთან შიშიც, გამოვიდა ციხიდან და ერთ ადგილას ტყვედ ჩაიგდო 70 ქართველი ,რომელთაც ამ არეულობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამ ორმხრივი სროლის დროს თქვენთან მყოფი კაზაკები ჯერკიდევ მოსჩანდნენ მთაზე და თუმცაკი გავგზავნე ერთი კაზაკი მათ მოსაბრუნებლად , მაგრამ მტერმა მას გზა გადაუჭრა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ამან ირაკლის ჯარში საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია, მათგან მოისმოდა ყვირილი რომ რუსებმა მათ უღალატეს და ეს უკმაყოფილება იქამდე მიდიოდა რომ ბევრი იღებდა მახვილს რათა დაეკუწათ ჩემთან მყოფი კანცელარისტი ,კაზაკები და პირადად ჩემი ხალხი, მეკი დიდი გაჭირვებით , მოთმინებით ,ტკბილი სიტყვითა და მეთაურთა დახმარებით ვაწყნარებდი მათ. ასეთმა აშკარა საფრთხემ აიძულეს ერეკლე და ყველა მისი დაწინაურებული კაცი უდიდესი მუქარებითა და ამოწვდილი ხმლებით ცხენდაცხენ ერბინათ უკანდახეულ ,შეშინებულ ხალხში რითაც საბოლოოდ ჯარი გარკვეულ მწყობრში მოიყვანეს და დაიხიეს რა აწყურიდან სამი ვერსის მანძილზე ,გაჩერდნენ.--იქ მე ვურჩიე ირაკლის რაც შეიძლება სწრაფად ებრძანებინა შეეტიათ მოწინააღმდეგისათვის, ვარწმუნებდი მას ,მისი უდიდებულესობა იმპერატორის სახელით, რომ ის და მისი ჯარი არ უნდა მისცემოდნენ სასოწარკვეთას , რომ მართალია თქვენი უდიდებულესობა გამოეყო მას მაგრამ მიუხედავად ამისა მე მის ადგილას ვეცდებოდი გამემხნევებინა ჩემი ხალხი ,საკუთარი ძალებით შევბმოდი მოწინააღმდეგეს და ზიანი მიმეყენებინა მისთვის, ასეთი სამსახური ბევრად უფრო მოსაწონი იქნებოდა მისი უდიდებულესობა იმპერატორისადმი და ამის გამო მას უფრო უკეთესი მოლოდინი უნდა ჰქონოდა იმპერატორის მხრიდან მფარველობისა. ამ სიტყვებით გამხნევებულმა ხუთი ასეული ცხენოსანი ქართველით იერიში მიიტანა იმ თურქებსა და ლეკებზე რომლებიც მას მოსდევდნენ და მყისვე გააქცია რა ისინი მიჰყვა თვით ფორშტატამდე სადაც მოკლა რამდენიმე მოწინაღმდეგე, ერეკლეს დანაკარგმა კი ერთი მოკლული და რამდენიმე დაჭრილი ქართველი შეადგინა. საკმარისად ჩათვალა რა ეს მცირედი გამარჯვება მაშივე თქვენს უდიდებულესობასთან შიკრიკი გამოგზავნა თხოვნით რომ არ დაბრუნებულიყავით საქართველოში არამედ შეერთებოდით მას და ერთობლივად განგეხორციელებინათ დივერსია მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მიიღო რა ამაზე ვერანაირი პასუხი , მოიცადა ადგილზე დილამდე და გამოუცხადა საკუთარ ჯარს ,რომ მართალია თქვენ გარკვეული დროით მიატოვეთ ისინი მაგრამ ამის გამო არ ღირს იმედის დაკარგვა, ამასთანვე განაცხადა ჩემზე, რომ მე ჯერკიდევ მასთან ვარ და ამიტომაც მათ უნდა იცოდნენ რომ უმაღლესი მისი უდიდებულესობა იმპერატორის მფარველობას მოკლებულნი არ არიან, რამაც საკმაოდ გაამხნევა ეს ხალხი.
ოც რიცხვში სალაშქროდ დაიძრნენ ასპინძისკენ ,ეს სოფელი პირდაპირ მტკვარზე მდებარეობს , ახალციხიდან ორი საათის სავალზე ,აწყურიდან კი 20 ვერსის მოშორებით. მიუახლოვდნენ რა ზემოაღწერილ სოფელს შემოხვდათ ათასხუთასი ცხენოსანი დელუბაში, ლევანდი---თანაც ისეთ ადგილას სადაც მარცხენა მხარეს მაღალი მთებია რომელზეც მხედარი ვერანაირად ვერ ავა , მარჯვნივ კი მდინარე მტკვარი, მანძილი ამ მთიდან მდინარემდე შეადგენს მხოლოდ ორ ვერსს სადაც ირაკლიმ მარშიდან მყისვე რჩეული მხედრობით შეუტია მათ. მართალია თურქები თავისმხრივ ძლიერად იცავდნენ თავს მაგრამ საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ დაეხიათ უკან და ადგილზე დაეტოვებინათ ორმოცდაათამდე მოკლული, მასკი მოუკლეს 4 აზნაური და ათი რიგითი. ამასობაში არ გასულა ნახევარი საათიც რომ მოწინააღმდეგის დამხმარე ჯარი გამოჩნდა, ტყვე ლევანდების განცხადებით დელუბაშები და არნაუტები შუბებით 3040 და ლეკები 960 კაცი ცხენკეთილი ,რომლებსაც ირაკლიმ ყოველგვარი შეჩერების გარეშე ისე რომ თოფიდან ერთი გასროლა არ გაუკეთებია ხმალდახმალ შეუტია და დაამარცხა. მოწინააღმდეგეს თავის გადასარჩენად სხვა გზა არ ჰქონდა გარდა ხიდისაკენ გაქცევისა, რადგანაც ზემოაღწერილი სოფელი პირველი ათასხუთასი თურქის დამარცხების შემდგომ ირაკლის ბრძანებით უცბად ცეცხლს მიეცა. ჩემი თანამდებობის შესაბამისად მოგახსენებთ ,რომ ერთი დღით ადრე დაბნეული და შეშინებული ქართველები აქ უკვე ისეთი წარმოუდგენელი მამაცობით უტევდნან და ისეთი გაშმაგებით მისდევდნენ მოწინააღმდეგეს ,რომ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის 3000 გვამი დატოვეს , ისეთი გაბრაზებულები იყვნენ რომ არ ინდობდნენ არავის და ყველა მათგანს აქაური ჩვეულების თანახმად ირაკლის წინ მოჰქონდა მოკლული მტრის თავი რისთვისაც მათი სახელების ჩაწერის შემდეგ შესაბამისი დასაჩუქრება ელოდათ. დანარჩენი გაქცეული ჯარისკაცები რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი გზა გადარჩენისაკენ ხტებოდნენ მდინარეში სადაც მათი უმრავლესობა დაიხრჩო , მათ მისდევდნენ ქართველები რომლებიც ასევე მათ დასაჭერად ხტებოდნენ მტკვარში. მოწინააღმდეგის მთელი კორპუსი ისე განადგურდა რომ ძალიან მცირედმა თუ გააღწია სამშვიდობოს. ქართველების რაოდენობა თავად ბრძოლაში არ აღემატებოდა 3000 კაცს . ამ შემთხვევის შედეგად მოწინააღმდეგისგან ალაფად აღებულია მრავალი დროშა, ვერცხლის კვერთხები ,ბევრი მდიდრულად შეკაზმული ცხენი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა იარაღი. ირაკლის დანაკარგი შეადგენს ოცდახუთ მოკლულს , დაიჭრა მისი სარდალი თავადი ალექსანდრე ციციშვილი, იესე ერისთავი და ხუთი რიგითი. მოწინაღმდეგის მხრიდან მოკლულ თურქთა რიცხვში აღმოჩნდნენ გოლა ფაშა, ართანის ბეგი ,ბეგლარბეგი ემინი ,შავშეთის ბეგი ,ქისქიმ ბეგი, ნარიმან ბეგი, ბეგი ართანისი კალიმი, ბეგ ტაოსკარი მუსალიმ რაჩა,ლევანდის ბეგი, ბაშ აღა და ბაშ დელი; ლეკთაგან მფლობელი სურხაი რომელსაც კონსტანტინოპოლში 200 000 რუბლი მისცეს რათა საქართველოზე თავდასხმები მოეხდინა და მისი დაბყრობის შემთხვევაში ჰპირდებოდნენ თბილისში ფაშად დანიშვნას; ლეკთა ბელადები; მთავარი---მალაჩილა(კოხტა ბელადი) რომლის თავიც ერეკლემ ლეკთა კუნწახის მთავარს გაუგზავნა რადგანაც ეს მალაჩილა ხშირად ესხმოდა მას, შემდე კოკა აჯი და კიდევ სხვები. ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინა ირაკლის სიძემ მისი კარის მარშალმა და ჯარის მეთაურმა დავით ორბელიანმა ,რომელმაც ასევე დიდი სამუშაო გასწია აწყურთან გაქცეული ჯარის შეკავებისას. რაც შეეხება ირაკლის მან პირადად მოჰკლა სახელოვანი ბელადი მალაჩილა(კოხტა ბელადი) და კიდევ ერთი თურქი. ამ ბრძოლის დროს ირაკლის ძე გიორგი იყო ზურგში და იცავდა ქარავანს. ირაკლი დაბანაკდა იმავე სოფელ ასპინძაში სადაც 21 რიცხვში ჯარი დაასვენა. 22 რიცხვში მივიდა ახალქალაქს სადაც წინა ღამით მტრის რამდენიმე გადარჩენილი ჯარისკაცი შევარდა და მოკლა რა 70 სული ქრისტიანი გაიქცა ერზერუმისკენ--- იმდღესვე სხვადასხვა სოფლებში ერეკლემ გაგზავნა პატარა რაზმები საიდანაც მათ საკმაო რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი და მარაგი მოიტანეს
უნდა ითქვას რომ ერეკლე რამდენადმე იჩენდა სურვილს კიდევ დარჩენილიყო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე თუმცა მისმა თავადებმა თავისმხრივ მოახსენეს რომ მართალია ჯერკიდევ მცირედი სამსახური გაუწიეს მის უდიდებულესობა იმპერატორს, მაგრამ მათ არ აქვთ ახლა დრო დარჩნენ მოწინაარმდეგის მიწაზე , საჭიროდ თვლიან საქართველოში დაბრუნებას და თქვენი უდიდებულესობა გრაფის კორპუსის მომარაგებას საკვებითა და ყველა საჭირო ნივთით, რადგანაც სხვა შემთხვევაში მათ შესაძლოა დაკარგონ მისი უდიდებულესობა იმპერატორის კეთილგანწყობა. ამდენად ირაკლიმ საკუთარი თავი იძულებულად ჩათვალა დაეტოვებინა მოწინააღმდეგის ტერიტორია, სადაც თქვენგან განშორების შემდეგ დაჰყო ექვსი დღე და გუშინ კახეთის ჯარით მშვიდობიანად დაბრუნდა თბილისს, ქართლის ჯარი კი სამიოდე დღის წინ დაითხოვა სხვა გზით რომელიც გორზე გადის. ეს სრულყოფილი გამარჯვება, რომლის თვითმხილველი და მოწმე ვარ რადგან მთელი ეს დრო ირაკლის ვახლდი, მე უდიდეს ბედნიერებად მიმაჩნია ჩემი სიმდაბლით მოგილოცოთ თქვენ . ამ ბრძოლაში გამარჯვების დასტურად ირაკლი აპირებს მისი უდიდებულესობა საიმპერატორო კარს გაუგზავნოს ტყვეები, დროშები და კვერთხები.
ამასთანავე გაცნობებთ რომ თბილისში ჩამოსვლისას ერეკლემ მიიღო ცნობა რომ ბატონი პოდპოლკოვნიკი თავადი რატიევი ჯარითურთ მოემართება თქვენსკენ. მან არ იცის თქვენი ზუსტი ადგილსამყოფელი და იმისთვის რომ ეს საქართველოში ახლახანს შემოსული კორპუსი ზედმეტი სიარულით თქვენამდე და შემდეგ უკან მუხრანამდე არ დატვირთოს ,ამასთან უკეთ მოამარაგოს საკვებით, უბრძანა ამ ბატონ პოდპოლკოვნიკ თავად რატიევს თბილისში ჩამოსვლა , ამასთანვე გთხოვთ თქვენც ჩამოხვიდეთ თბილისში და ქალაქთან დაბანაკდეთ, ირწმუნება რომ აქ თქვენი კორპუსის ყველაფრით მომარაგება ბევრად სწრაფათ შეიძლება. მუხრანს სადაც თქვენ გეგმავთ დაბანაკებას მიიჩნევს არა ისეთ ხელსაყრელ ადგილად როგორიც თბილისია. აქედან გამომდინარე ჩემს თავზე ავიღე მეცნობებინა ბატონი პოდპოლკოვნიკი თავადი რატიევისათვის რომ ის ჯარითურთ მოვიდეს თბილისში რასაც გაცნობებთ და ველოდები თქვენგან ორდერს.
ამ ყველაფრის შედეგი ის იყო რომ რუსებმა მათი მხრიდან საქართველოსთვის ყოველგვარი რეალური დახმარების და მფარველობის გაწევის გარეშე ქართლ-კახეთი გადაამტერეს თურქებს და სპარსეთს რომლებთანაც ერეკლე ასე თუ ისე ბალანსს ინარჩუნებდ დაასუსტეს ის და 1801 წელს მარტივად შეიერთეს.
მე მაინტერესებს რა დასკვნები გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ ამ მოვლენის ჭრილში სადღეისოდ და სახვალისოდ საქართველოსთვის ეს მოცემულობა ყოველთვის აქტუალურია.
ჩემი აზრით ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა იმის გასაგებად თუ რა ინტერესები აქვთ დიდ მოთამაშეებს... და როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ მათთან ურთიერთობისას.
This post has been edited by კუსლარხევი on 20 Apr 2019, 13:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)