ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში საქართველოს საპატრიარქოსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე გაითხარა 4 სამარხი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. აღნიშნულმა მოვლენამ ფართო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია; ამასთან დაკავშირებით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გაცნობებთ:
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო, ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, რომლებსაც დაევალათ ტერიტორიების გასუფთავება.
XX-ს. ის 30-იან წლებში ეს ადგილი დაუსახლებელი იყო, ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, მიცვალებულთა ნაშთები(ძვლები) პირველად საბჭოთა დროს სამხედრო ბაზის (საბჭოთა სატანკო ბატალიონი) მშენებლობის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს.
http://eparchy-batumi.ge/?action=news_show&mode=news&id=825აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XXს-ის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ექსპერტიზას ითხოვს
http://georgiatoday.ge/news/15212/SovLab-C...Found-in-Batumiთუმცა საპატრიარქომ დნმ-ის ანალიზები ძვირიაო