#54559352 · 24 Apr 2019, 09:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესე იგი, სანამ მე ვებრძვი ფაილებს და ვცდილობ რამე ნაწილი აღვადგინო, მოგცემთ კარგ რჩევას. ნუ გადადებთ და დაზოგავთ გარე ვინჩესტერზე, როცა მნიშვნელოვანი ფაილები გაქვთ კომპიუტერში. ნუ გაიმეორებთ ჩემ შეცდომას, რომელიც მექანიკური არ ყოფილა. ჩემი აზრით იყო ms-ის bug და აგიხსნით რატო ვფიქრობ ასე. ვიყიდე ssd გუშინ და ვცდილობდი მაიკროსოფტის ოფიციალური 1809 ვერსია ჩამეწერა ფლეშკაზე, რომ დამეყენებინა ssd-ზე. გადმოვწერე media tool. ყველაფერი წესრიგში იყო, მივუთითე usb drive da next იწერდა ჯერ ვინდოუსს და შემდგომ ავტომატურად უნდა ჩაეწერა ფლეშკაზე (მილიონჯერ დაღეჭილი პროცესი). საკმაოდ მოსაწყენი და დროსთან დაკავშირებული პროცესია, ამიტომ გავედი საჭმელად(ორ კურდღელს ვჯლავდი, ჩემს ჭკუაში). სავარაუდოდ რაღაც მომენტში ფლეშკა აღარ აღიქვა და არსებული hdd მიიჩნია გარე მოწყობილობად. დაუკითხავად დამიფორმატა მთლიანი დისკი, გამომიყო თავისთვის საჭირო მეხსიერება და ჩამიწერა windows მთლიან hdd-ზე. sad story of my life!!! gg wp.
|