"სევილიას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
35 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად "ექსტრამადურას" რიგებს იცავდა, დღეს დილით, ავტოავარიას ემსხვერპლა.
საფეხბურთო კარიერის მანძლილძე ესპანელი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორიც "არსენალი", "სევილია" და მადრიდის "რეალია".
2006/07-წლებში "სამეფო კლუბმა" ლა ლიგა ბოლო ტურში, სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ რეიესი "არსენალში" 2004-2007 წლებში გამოდიოდა, სადაც "ოქროს პრემიერ ლიგა" მოიგო და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.
2007 წელს ის მადრიდის "რეალმა" ინათხოვრა, თუმცა 2008 წელს უკვე მადრიდის "ატლეტიკოში" აღმოჩნდა.
რეიესის სანაკრებო კარიერა 2003-2006 წლებში მიმდინარეობდა, რა დროსაც მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.
ხოსე ანტონიო რეიესი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული. 2 "ატლეტიკოში", 3 კი - "სევილიაში".
მიმაგრებული სურათი