გამარჯობათ
სახლში დამიგროვდა შვილების ბევრი სათამაშო,ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი...ვფიქრობ თქვენთანაც იგივე სიტუაციაა,ან უარესი
ძალიან ბევრი მათგანი გავაჩუქეთ,მაგრამ არც თუ ისე ცოტა კიდევ დარჩა...
აქამდე არ ვუფიქრდებოდი,მაგრამ ამ დღეებში როცა მოულოდნელად ჩავუღრმავდი ამ თემას მივხვდი,რომ შვილების ნივთების 99% პროცენტი ნაყიდი მქონდა და ჰა ჰა 1% თუ გამოვიდოდა ნაჩუქარი...
დაფიქრდით აბა თქვენთანაც ხომ არ არის მსგავსი სიტუაცია??

არ ვაპირებ შეჩერებას და რასაკვირველია შევეცდები მათ კვლავაც შევუძინო ყველაფერი რაც სჭირდებათ (ვაღიარებ და არც თუ იშვიათად ვყიდულობთ ისეთი ნივთებსაც,რომლებიც თითქმის არ სჭირდებათ

) ... ამ ყველაფრიდან გამომდინარე ხომ არ სჯობს ცოოოტა მაინც დავფიქრდეთ ბიუჯეტზე და ოოოდნავ მაინც ეკონომიურად ვხარჯოთ ჩვენი ფინანსები ??
ბავშვები საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და ხანდახან მათი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი (სათამაშოებიც) დაძველებას ვერ ასწრებენ...სწორედ აქედან გამომდინარე მომაფიქრდა გაცვლა-გამოცვლა... თან, ვფიქრობ კარგი საქმეა ნივთებისთვის მეორე,ახალი სიცოცხლის შანსის მიცემა
ამ თემის ნაწილობრივ მსგავსი თემა არის აპინული ამ განყოფილებაში,მაგრამ მანდ თითქმის ყველა ახალი ნივთებია( ბევრი ეტლები და ფეხსაცმელები) და ამასთანავე,ძირითადად მათი გაყიდვის განცხადებებია...
აქ კი მოდით ჩვენი შვილების მეორად(ნახმარ) სათამაშოებზე,ტანსაცმელზე,ფეხსაცმელზე განვაცხადოთ და ვცადოთ მათი ჩუქება ან გაცვლა-გამოცვლა
დავიწყებ მე. მინდა ბიჭის ეს ფეხსაცმელი "next" რომლის ზომაა uk 12 ანუ ევროპულად 30,5 გავცვალო ისევ ბიჭის ნებისმიერი ფირმის 32,5 ან 33 ზომის ფეხსაცმელზე .
(ფეხსაცმლის ჩემი ვარიანტი ცოტა ნახმარია და რა თქმა უნდა სუფთაა,სარეცხ მანქანაში გარეცხილი)
This post has been edited by The_Man on 21 Apr 2019, 22:23