ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური გასამრჯელო 165 000 ლარია, კომისიის წევრის დაახლოებით 146 ათასი ლარი, რაც თვეში 12 ათას ლარს აღემატება.
დავით ნარმანია
მთავარი
კომისიის შესახებ
კომისიის წევრები
დავით ნარმანია
დავით ნარმანია
დაიბადა 1979 წელს
განათლება:
2002 – 2005 ასპირანტურა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: „სექტორული ეკონომიკა (მრეწველობა)“;
2000 – 2002 ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაცია (2002 წ.). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საერთაშორისო ბიზნესის მართვის” სპეციალობა;
1996 – 2000 ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაცია (2000 წ.) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის” სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება:
01/1999 – 02/2001 ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;
03/2001 – 07/2003 უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი, „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროები“;
07/2003 – 04/2004 საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი, „საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი“;
04/2004 – 12/2005 გენერალური დირექტორი, კომპანია „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი“;
01/2005 – 01/2006 გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;
05/2005 – 01/2006 უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი, „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი“ - CERMA;
01/2006 – 12/2007 გამგეობის თავმჯდომარე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;
01/2008 – 12/2009 კვლევითი განყოფილების უფროსი, „საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრი“;
01/2009 – 10/2012 აღმასრულებელი დირექტორი, ,,კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“ - CIESR;
10/2012 – 04/2014 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
10/2012 – დღემდე პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
08/2014 – 10/2017 ქ. თბილისის მერი;
2017 წლის 22 დეკემბრს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.
სამეცნიერო-კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა:
10/2012 – დღემდე პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
06/2011 – 09/2011
06/2012 – 09/2012 სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - გერმანია, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერაბათა კათედრა;
07-25.02/2011 ინდოეთის ტექნიკური და თანამშრომლობის (ITEC) ტრენინგ-პროგრამა: ფინანსური მენეჯმენტი, სამთავრობო ანგარიშებისა და ფინანსების ინსტიტუტი (INGAF), ფინანსთა სამინისტრო, ნიუ-დელი, ინდოეთი;
09/2009 – 10/2012 ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგის მ/შ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
02/2007 – 09/2009 სრული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA;
10/2007 – 12/2007
10/2008 – 12/2008 სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - გერმანია, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერაბათა კათედრა;
07/2006 „საბანკო, სადაზღვევო და საჯარო სექტორი: ემპირიული გამოცდილება და პოლიტიკის მართვა“ - გერმანია, პოტსდამის საზაფხულო აკადემია;
09/2006 – 09/2008 ასისტენტ-პროფესორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
09/2004 – 02/2007 მოწვეული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA;
2009 და 2012 დამხმარე სახელმძღვანელო: „საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები და საზოგადოებრივი ადმინისტრირება საქართველოში“ - თანაავტორი;
დამხმარე სახელმძღვანელო: „რისკების მართვა ბიზნესში“ - თანაავტორი;
1999 - 2017 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი და 48 ნაშრომის თანაავტორი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
http://gnerc.org/ge/about/komisiis-tsevreb...VwixwisR6I6cpn0