რაგარკვევა მაგას უნდა, ფული სჭირდება მაგრამ არუნდა რომ მის ბინაში ვინმე სხვა აცხოვროს და გააუბედურებინოს
ბანკში ალბათ გაშავებულია რადგან ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს და ქულა, სავარაუდოდ ბევრი ადამიანის ვალიც მართებს და ბანკებისაც
ამიტომ სესხულობს შენგან, გარანტიის სახით ბინას გიდებს ოღონდ შიგნით იცხოვრებს ზუსტად ისე როგორც იპოთეკის დროს ბანკებთან შვებიან ოღონდ ამას გირაოს არქმევს
ერთი მომენტია მანდ, თუ ფული არ დაგიბრუნა ვერ გააგდებ მაგ სახლიდან, გაგდების პროცედურა შემდეგია: უნდა სასამართლოში უჩივლო რაც დიდ ვადებთან არის დაკავშირებული, მოიგებ მარა სულ რაღაც 100 ლარად შეუძლია აპელაციაზე შეიტანოს, კიდევ გაიწელება დროში და შემდეგ ისევ აპელაციაზე შეიტანს, ბოლოს სააღსრულებოს გადაეცემა და ეგანიც კიდევ კაი ხნით გაწელავენ, შეიძლება რამდენიმე წელი მოგიწიოს მათ გასახლებაზე ჩალიჩი და მაინც შეიძლება ვერ გაასახლო თუ მათ სხვა წასასვლელი ადგილი არ აქვთ.
თვეში 3% ეს იგივეა რაც წელიწადში 36% არცერთი ურისკო ბიზნესი არ ტოვებს ამხელა მოგებას შენ კიდევ გინდა ხელიც არგაანძრიო უბრალოდ ფული ჩადო და 136% ამოიღო წელიწადში ურისკოდ?

არგამოვა, მაგას ისევ ჯობია ლიბერთის პატრიოტ ანაბარზე შეაგდო ან იყიდო ერთოთახიანი და გააქირაო შენთვითონ