გუდამაყარში დაახლოებით 5 ჰა ტერიტორიაზე ხანძარია გაჩენილი. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს.
“ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ტერიტორიაზე ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებსქვეითად უწევთ მუშაობა,”-აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ამასთან როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტერიტორია სადაც ხანძარია მთის წვერზეა გაჩენილი.
http://netgazeti.ge/news/359792/