ჩემი აზრით ხალხის და სახელმწიფოს წინაშე დაშვებული 5 ძირითადი შეცდომაა (თუ დანაშაული არა):
1. სასამართლოს უზურპაცია;
2. პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბება (სადაც პოლიცია და ჯარი პირადად მიშას ემსახურებოდა და არა ქვეყანას. გამონაკლისი იყო პატრული);
3. 2008 წელს რუსების პროვოკაციაზე წამოგება;
4. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია (გრეჩიხასთან რო წააგებ და გაყალბებით რო "მოუგებ");
5. "იმედის" დარბევა, საინფორმაციო საშუალებების უზურპაცია, საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა და ყოველგვარი ალტერნატიული წყაროების დახშობა.
სათავისო შეცდომები , რამაც საბოლოოდ ძირი გამოუთხარა:
1. შეუსისინეს ვანო ბიძინას კაციაო, დაიჯერა და ჩააჩოჩა, რეალური ბერკეტები კი ახალაიას ჩაუგდო ხელში;
2. ბიზნესის რეკეტი და კეზერაშვილისეული "ბიზნესმენების" აღზევება;
3. ციხეების თემა;
4. 2003 წელს ხალხის მიერ მიცემული უდიდესი მანდატის (ნდობის) განიავება გაფლანგვა;
5. ზოგ ნიუანსებში ჰიტლერისეული პომპეზურობისადმი მიდრეკილება და მიუნჰაუზენისებური მეზღაპრეობა.
არ განვეკუთნები იმ ადამიანების კატეგორიას ვინც დადებითს ვერ ხედავს და ტყუილად ნუ გამლანძღავთ
ამიტომ კარგსაც გავიხსენებ:
1. რეალუერი აღმშენებლობა;
2. შევარდნაძის ეპოქისეული სიბნელის შემდეგ ეკონომიკის რეალური ზრდა, ცხოვრების დონის მატება და თანამედროვე ტექნოლოგიების წინ წამოწევა;
3 პატრულის ეფექტურობა, კრიმინალის ალაგმვა და ზოგადად მოქალაქეთა უსაფრთხოება;
4. კორუფციის პრაქტიკული მოსპობა სახელმწიფო სტრუქტურების დაბალ ფენებში და მათ შორის ყველაზე მთავარი, იუსტციის, საბაჟოსა და პოლიციის სტრუქტურებში;
5. ტურიზმის ინდუსტრიციის აღორძინებისაკენ გადადგმული პირველი, რეალურად მნიშნელოვანი ნაბიჯები (რისი შედეგიც დღეს სახეზეა).
და ა.შ.
This post has been edited by spider77 on 7 Oct 2018, 22:35