გააჩნია სიტყვა "მედიტაციას" რა მნიშვნელობით ხმარობ და რისთვის იყენებ.
ქრისტიანობაში (ერთადერთი ჭეშმარიტში, მართლმადიდებლობაში) არსებობს მედიტაციის მსგავსი პრაქტიკა, თუმცა ძალიან შორს არის მედიტაციისაგან. ეს არის ისიხაზმი, ანუ ქართულად დაყუდება. მართლმადიდებლური მედიტაციის არსი რომ გავიგოთ და შევადაროთ აღმოსავლურ რელიგიებში მედიტაციის არსს, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დემონური პრაქტიკა, თუ ქრისტიანობის მარტივი დებულებების გწამს. მართლმადიდებლობაში ადამიანი არის დაავადებული სულიერად, რადგანაც ღმერთს დაცილდა და ეს დაავადება გამოიხატება გონების დაბნელებაში, სულიერი გულის დაავადებაში. ადამინის პირველყოფილი გონება (ადამისა და ევას) იყო იმდენად წმინდა, რომ ეს გონება ღმერთს ჭვრეტდა. მოვიდა ეშმაკი და შეაცდინა ადამიანი. ეშმაკმა მახეზე წამოაგო პირველი ადამიანი და უთხრა, რომ ღმერთი რად გინდათ, უღმერთოთაც შეგიძლიათ ღმერთები იყვეთო და ღვთის მცნება დაარღვია ადამიანმა, რის შედეგადაც მისი სხეული გახდა მოკვდავი (მანამდე უკვდავი იყო სხეული და სულ სხვა თვისებების წმინდანთა სწავლებაზე დაყრდნობით), ხოლო გონებას აღარ შეეძლო ბოროტისა და კეთილის გარჩევა. ადამიანი დაცილდა გულს, რომელიც არის ადამიანის სულიერების ცენტრი. თავისუფალი არჩევანი ადამიანს მაინც დარჩა. ანუ, ადამიანს შეუძლია არჩევანი გააკეთოს ცუდსა და კარგს შორის, თუმცა, არჩევნის გაკეთების შემთხვევაშიც კი საჭიროა დიდი ძალისხმევა, რომ ცოდვით არ დაეცეს ადამიანი. და უფრო სწორედ, ღმერთის გარეშე, შეუძლებელია ადამიანმა მიაღწიოს გონების სიწმინდესა და განათლების, რის შედეგადაც ადამიანს უკვე შეუძლია ჭვრიტოს საიდან მოდის ცოდვები: გულიდან მოდიან გულის-სიტყვანიო, სახარებაში წერია. ანუ, აუცილებელია რწმენა იმისა, რომ ღმერთის გარეშე ვერ გადარჩება და ვერ განიკურნები, ხოლო განკურნება არის სულისა და გულის გაწმენდა. მაგრამ, ღვთის მადლის გარდა აუცილებელია საკუთარი არჩევანიც და სწორ გზაზე სიარული. ქრისტე, განკაცებული ღმერთი, მოვიდა და ადამიანებს ასწავლა, როგორ უნდა ებრძოლათ ეშმაკის წინააღმდეგ, და ამისათვის საჭირო იყო რწმენა, რომ ქრისტეა მხსნელი და სხვა არავინ. ქრისტემ დაარსა ეკლესია, რომელიც არის საავადმყოფო, სადაც ხდება სულიერი განკურნება და ამ განკურნების გზაზე არის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, რომელიც კომბინაციაში გამოიყენება. ესენია, მარხვა, მღვიძარება (დაყუდება, ისიხია, გონების დაცვა - ერთიდაიგივეა), ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა. ამასთანავე საჭიროა მკურნალის, ანუ წმინდანის, ძებნაც, რომლის გონება, გული და სული განათლებულია და გაერთიანებულია (ადამიანის დაცემის შემდეგ დანაწევრდა ადამიანი). იტოგში, ხსნა ხდება ეკლესიაში, ქრისტეს რწმენით და ცოდვებთან განუწყვეტელი ბრძოლით, რომლის ერთ-ერთი მეთოდია ისიხია.
სხვა რელიგიებში ხდება ასეთი რამ: ან 1) რელიგია საერთოდ არ აღიარებს ღმერთის არსებობას და ადამიანს პირდება განთავისუფლებას (ამ განთავისუფლებას სხვადასხვა სახელი აქვს: მოქშა, ნირვანა და ა.შ.) საკუთარი ძალებით, ანუ რაც ადამიანის დაცემის მიზეზი გახდა, იგივე ხრიკებით პირდება ადამიანს თავისუფლებას; ან 2) აღიარებს ღმერთის არსებობას, მაგრამ ასევე საკუთარი ძალებით მოუწოდებს ადამიანს განთავისუფლდეს. ორივე ეს მიდგომა იყენებს მედიტაციას ამ "თავისუფლებისაკენ" მიმავალ გზაზე. მე ვიყავი მაგ გზაზე და ვიცი, რა ბოროტული გზაც არის.
ეკლესია ამას გვასწავლის, რომ ასეთ რამეში არ შევყოთ ცხვირი და ცხოვრება არ დავკარგოთ. თუ გინდა ჭეშმარიტი მისტიციზმის გემო ნახო, მართლმადიდებლობაში შეიძლება მოხდეს ეს. პატიოსანად გვასწავლიან და ჩვენ გვგონია, რომ ეკლესია გვაზომბირებს, რაც ბოროტის სწავლაა.
თუ გინდა მართლა იცოდე რას ასწავლის მართლმადიდებლობა, შემიძლია გირჩიო ძალიან კარგი წიგნი მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის დაწერილი, რომელსაც ქვია "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია". ეს წიგნი შეგიძლია გადმოტვირთო აქ:
მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიამამა გაბრიელზე დაწერილი წიგნი "ჩემი სიცოცხლე თქვენი სიცოცხლეა" ძალიან მაგარია. მაგ წიგნში დაინახავ, ვინ იყო მამა გაბრიელი და რა არის მართლმადიდებლური სწავლებები.