#54608651 · 5 May 2019, 02:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კი წვიმდა იმ ღამით, მაგრამ მიანც გავედი. კომპიუტერი გამოვრთე, ყავა მოვადუღე, თერმოსში ჩავასხი და შევეცადე ისე გავსულიყავი სახლიდან, რომ დედას არ გაღვიძებოდა. ლივტი კვლავ არ მუშაობდა და ფეხით ჩავედი. გარეთ ისევ ის სიჩუმე მძვინვარებდა თუმცა ალაგ-ალაგ მაინც ისმოდა უგონოდ მთვრალი ახალგაზრდების ხმა. მანქანაში ჩავჯექი, ტაქსის ტრაფარეტი მანქანის სახურავზე დავდე და გზაზე გავედი. გზაში კი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ გავუცრუე იმედები ჩემ მშობლებს. მე ხომ ვიცი, რომ ისინი ჩემგან მეტს ელოდნენ, მეტი სურდათ, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და მიუხედავად ამისა სულ გვერდში მიდგანან. სინამდვილეში კი მამხნევებენ, ყოველშემთხვევაში მე ასე ვატყობ. ყველაზე მეტად კი ის მომენტი მძულს, როცა სახლში დაღლილი ავდივარ და ჩემზე მეტად დაღლილი დედა კარს მიღებს და ისე თბილად მეგებება, გეგონება უდანაშაულო ვიყო მის წინაშე. ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა იცი რომ შენ საყვარელ ადამიანს იმედები გაუცრუე. ამ გრძნობის გამო ხშირად დაღლილ-დაქანცულს საჭმელზე უარიც კი მითქვამს.სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი გატაცებული როცა კაზინო აჭარასთან ახალგაზრდა, მაღალმა, წვერებიანმა მამაკაცმა გამაჩერა გვერდზე დამიჯდა კარი მიიხურა და სავარაუდოდ სახლის მისამართი მითხრა. ცოტახანი ჩუმად იჯდა შემდეგ სიგარეტს გაუკიდა და დაიწყო წუწუნი იმაზე, თუ როგორი უიღბლო დღე ჰქონდა. 36-ის მაგივრად 35, რომ ჩაეგდო ეგრევე მოხევდა ქვეყნიდან. თუმცა ადრეც ბევრი მომიგიაო. ალაგ-ალაგ ვუყურებდი, საუბრის დროს თავს ვუქნევდი და ასე ვცდილობდი მიმეხვედრებინა, რომ ესეთ ისტორიებს ყოველ ღამე ვუსმენ. სახლამდე მივიყვანე, თანხა გადამიხადა და დამემშვიდობა. მას შემდეგ ბევრი ვიარე თუმცა მეტი თანამგზავრი აღარ გამოჩენილა. საათს დავხედე და 8 ხდებოდა. ცოტახანი მანქანაში გავჩერდი დედაჩემის წასვლას დაველოდე და სახლში შემდეგ ავედი. სადარბაზოში თინა შემხვდა, ჩემი ძველი მეგობარი.ზრდილობის მოხდის მიზნით გამიღიმა, მომესალმა და გვერდი უცებ ამიარა მეც გავუღიმე და ასე ღიმილით ავედი მეხუთე სართულზე, გაგიკვირდებათ და ლივტით ვიმგზავრე. კარი გავაღე სახლში შევედი და უმალვე დამეძინა.
|