ვირუსებით ინფიცირების ფაქტები გლობალურად გაიზარდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამის მიზეზად ანტივაქცინაციის კამპანიას ასახელებს
ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციამ 2018-ში კვლევა გამოაქვეყნა სადაც ლაპარაკია რუსეთის სპეცსამსახურების კიბეროპერაციებზე რომელიც რომელთა მიზანი იყო ანტივაქცინაციის პროპაგანდის გავრცელება
2014-დან 2017 წლამდე რუსეთის სპეცსამსახურები ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ცდილობდნენ საზოგადოებათა ნდობის შესუსტებას ვაქცინაციის მიმართ
თბილისში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდმა დაადგინა რომ მითები იმის შესახებ რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს ან ასევე მითი იმაზე რომ ვაქცინაციით დასავლეთი საზოგადოებაზე ექსპერიმენტებს ატარებს გავრცელებული იყო 13 სხვა და სხვა ონლაინ პლატფორმების მიერ რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან ასოცირებული
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ასევე თავისი კვლევა გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია რომ მედია საშუალებები რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული რუსეთის ორგანიზაციებთან არიან კავშირში ერთ ერთი ყველაზე სახელგანთქმული მათ შორის - ასავალ დასავალი
მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი ზოგიერთის აზრით საზოგადოების დესტაბილიზაციაა თუმცა მედიის განვითარების ფონდის მკვლევარის სოფო გელავას თქმით რუსეთის სამიზნე ლუგარის ლაბორატორიაა
"უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია ეს ძირითადად მიმართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რომელიც რუსეთის აზრით საფრთხეს წარმოადგენს"
რუსეთის ექსპერტის გიორგი კანაშვილის თქმით კი ასეთი დეზინფორმაციის კამპანიის საფასურს თავად რუსეთიც იხდის თუმცა რუსეთის მთავრობას უღირს მსხვერპლის გაღება
https://iwpr.net/global-voices/georgia-russ...ti-vax-movement