მოკლედ.. მოგეხსენებათ და.. ზელენსკიმ გაიმარჯვა უკრაინაში.
ადამიანი ნიჭი, ადამიანი კომიკოსი...
მთელი 3 წელი ატარებდა შეფარულ წინასაპრეზიდენტო კამპანიას სერიალი "ხალხის მსახური"-ის სახით. შედეგიც სახეზეა. მასში ყველა ხედავს დღეს გოლობოროწკოს და არა ზელენსკის...
ნუ მოკლედ ასეა თუ ისე.. ჩვენც იგივე არ ვქმნათ? ხო არ უნდა გვაჯობონ მოძმე უკრაინელებმა ახლა?
ავდგეთ და მომავალ არჩევნებზე ჩვენც ვინმე კაი კომიკოსი ავირჩიოთ. შემომაქვს წინადადება ვასიკო ოდიშვილს ვუყაროთ კენჭი!
ვასიკო! ვასიკო! ვასიკო!!! ტანაც როგორ ჟღერს.. მიშა მიშასაც სჯობია... ავირჩიოთ იმ თავისი წითელი ღილაკით. მაგრამ...
მოიცა მოიცა, მომავალ არჩევნებში ჩვენ რო პრეიდენტს ვეღარ ვირჩევთ?
ვააა რა გამიტყდა
კააარგი.. ნუ იქნება პრეზიდენტი, პრემიერად გვუშვათ...
რაო? პრემიერს პარლამენტი ნიშნავსო?
ვახ...
კაი ჯანდაბას მაჟორიტარად ავირჩიოთ მთელმა რესპუბლიკამ, დავარქვათ რესპუბლიკის მაჟორიტარი!!
მაგრამ... მაჟრიტარულ სისტემასაც ვაუქმებთო?
ვახ...
აბა მაგაზე არანაკლები კომიკები კი ზიან დღეს პარლამენტში და... უბრალო დეპუტატად რა მუღამია?
არა რა პონტია რომ ხალხს აგვიკრძალეს ჩვენი ხელისუფლების არჩევა?

არა და ნუ..
მოვცხოთ ერთი დიდი რევოლუცია, დავაბრუნოტ ნახევარ პარლამენტური წყობა სადაც პრეზიდენტსაც ავირჩევთ და თან პარლამენტის თანაბარი უფლებებით!
რას იტყვით? ვასიკო ოდიშვილი პრეზიდენტად? როგორია?
ის თუპრეზიდენტს თამაშობდა. ეს ამდენი წელი პოლიტიკურ საქმეებს გვირჩევს ტელევიზიასი და შესაბამისად ერკვევა ადამიანი უკეთესად ვიდრე ის უკრაინელი კომიკი!
რას იტყვით?