
ექსო რაზმი (ქართულ არასწორ თარგმანში - "ექო-რაზმი" ან "ლეიტენანტ ჯეითი მარშის ექო-რაზმი")
ექსორაზმი არის ამერიკული ანიმაციური სერიალი, რომელიც შექმნა Universal Cartoon Studios-მა იაპონური ანიმეს გავლენით. შოუს სიუჟეტი ვითარდება XXII საუკუნის დასაწყისში და მოიცავს პლანეტათაშორის ომს კაცობრიობასა და ნეოსაპიენსებს შორის. ეს უკანასკნელები ადამიანიების მერ ხელოვნურად შექმნილი რასაა. სიუჟეტი ძირითადად ვითარდება ეიბლ სქუადის (able squad - ხელმარჯვე(?) რაზმი) გარშემო, რომელიც ასრუელბს თავის დავალებებს მზის სისტემაში. სერიალი გაგრძელდა ორი სეზონი, პირველი 13 სერიისაგან შედგებოდა, მეორე - 39 სერიისაგან, და გადიოდა ეთერში 1993-1994 წლებში. გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი ჩვენება შეწყდა მესამე სეზონის პირველი ეპიზოდის შემდეგ.
შოუმ დიდი აღიარება მოიპოვა, და მაშIნაც და დღესაც თავისიდ როის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად მიიჩნევა, როგორც ვიზუალურად, ისე (განსაკუთრებით) შინაარსით. აღსანიშნავია შოუს მუსიკალური გაფორმებაც და გახმოვანებაც.
პერსონაჟები:

Lt. / Lt. Cmdr. J.T. Marsh - ლეიტენანტი/ლეიტენანტ-კომანდერი ჯეითი მარში, რაზმის მეთაური. სარგებლობს პატივისცემით როგორც თანამებრძოლებში, ისე ზემდგომებთანაც

Lt. Nara Burns - ლეიტენანტი ნარა ბარნსი, რაზმის ყველაზე გამოუცდელი წევრი. მისი მშობლები დაიხოცნენ ნეოსაპიენების თავდასხმისას ვენერაზე. მარშის დაწინაურების შემდეგ ხდება რაზმის მეთაური
Lt. Margaret "Maggie" Weston - ლეიტენანტი მარგარეტ "მეგი" ვესტონი, ტექნიკოსი, ინტროვერტი, მარტოსული. მოსწონს ალეკ დე ლეონი
Sgt. Rita Torres - სერჟანტი რიტა ტორესი - რაზმის მეთაურის მოადგილე. უყვარს ბავშვები და სძულს მეკობრეთა კლანები
Alec DeLeon - ალეკ დე ლეონი - დაზვერვისა და კავშირის სპეციალისტი ფრანგი. კარგად აღზრდილი იტნელექტუალი, რომელიც ჯეითი მარშის მარჯვენა ხელია
Wolf Bronsky - ვულფ ბრონსკი - რაზმის ყველაზე გამოცდილი წევრი, უხეში და ღორმუცეელა, ოქროს გულიანი და ხელოვნების მოყვარული რომანტიკოსი (მიუხედავად მისი გარეგნობისა)
Kaz Takagi - კაზ ტაკაგი - გუნდის ახალბედა, რომელიც დიდ პატივს სცემს გუნდის ყველა წევრს, თუმცა ხშირად მის გამო გუნდი ხათაბალაში ეხვევა. განსაკუთრებით მოსწონს ბრონსკი, რომელსაც მასწავლებლად მიიჩნევს

Marsala - მარსალა - ერთ-ერთი ნეოსაპიენი, რომელიც ექსოფლოტის სამსახურშია. ნეოსაპიენთა პირველი აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. დროთა განმავლობაში ნარა ბარნსისადმი ემოციური კავშირი უყალიბდება. მუდამ მშვიდია და უჭირს ხუმრობების გაგება

ფეიტონი. ნეოსაპიენთა ამბოხების სულისჩამდგმელი, მარსის მეთაური აჯანყებამდე

შონ ნაპიერი, ადამიანთა წინააღმდეგობის მეთაური დედამიწაზე

ჯონას სიმბაკა, მეკობრეთა კლანების მეთაური. პირველი სეზონის ანტაგონისტი. მოგვიანებით ექსოფლოტის მხარეს გადადის ნეოსაპიენთა წინააღმდეგ საბრძოლველად

ტაიფონუსი. ნეოსაპიენთა სამხედრო მინისტრი, მარსის მმართველი ფეიტონის დედამიწაზე გადასვლის შემდეგ
სხვა პერსონაჟები:
ადმირალი უინფილდი - ექსოფლოტის მეთაური
შივა - ნეოსაპიენთა საოკუპაციო ჯარების მეთაური დედამიწაზე
საკმაოდ ბევრი პერსონაჟი ჰყავს შოუს და მათი უმეტესობა კარგადაა დამუშავებული.
სერიალის ნახვა ონლაინში შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე (ინგლისურ ენაზე):
http://www.toonova.com/exosquad