#54544185 · 21 Apr 2019, 14:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. ფაროსანას პრობლემაზე საუბარს არ დავიწყებ, ისედაც ყველამ იცით. ამ პრობლემის მოგვარების გზები უფრო საინტერესოა. ბევრი ფული დაიხარჯა უკვე და ალბათ კიდევ მეტი დაიხარჯება და რეალური შედეგი სავარაუდოდ და სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ/ვერ იქნება. დასავლეთ საქართველოში იმდენი წამლეს რომ ვერც ფაროსანა მოსპეს და სხვა კულტურებიც განადგურდა. მარტო ესეც არაა მიზეზი, სოკო გაჩნდა და ამანაც იმოქმედა, მაგრამ ამ შეწამვლით რეალური შედეგის მიღება სავარაუდოდ არ გამოვა. ვინმეს ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ან ინფორმაცია სხვა ალტერნატიულ გზებზე? ყველა უბედურებასთან ერთად არც ბუნება არ გვინდობს. იქნებ ვინმეს ქონდეს რაიმე ინფორმაცია, თუნდაც გაგებული გქონდეთ ვინმემ რაიმე გზა გამონახა ამ მავნებელთან ბრძოლის ახალი ხერხი, და არ აქვს საშუალება მიაწვდინოს სამინისტროს, დაწერეთ აქ და ინფორმაციის გავრცელებას წინ არაფერი უდგას. თემის აქ გახსნას რაც შეეხება, შეიძლება ბიზნესს პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ცოტა ხანში სიტყვა "აგრო"-ს დასავლეთ საქართველოს რომელიმე მუზეუმში გამოფენენ.
--------------------
homeros
|