ესეიგი მინდოდა კინესკოპური დიდი ტელევიზორის ყიდვა ვეძიე mymarket ზე და ვიყიდე მაგრამ ქონდა პატარა ხარვეზი ტელევიზორი ცენტრში კარგად აჩვენებდა და კუთხეებში იყო ფოკუსის პრობლემა.
რამდენადაც შესაძლებელია ჩანს ამ სურათში რო სიტყვები მარცხენა კუთხეში და იკონკა მარჯვენა კუთხეში დაბლა ფოკუსში არაა

ჯერ დავატრიალე ფოკუსის გასასწორებელი როა სტროჩნი ტრანსფორმატორს ეძახიან მგონი იმაზე ოდნავ გამოსწორდა მაგრამ დიდი ვერაფერი.
მერე დავიწყე პლატაზე ძებნა დაზიანების და ერთი კონდენსატორი იყო ცოტა გაშავებული სურათი გადავუღე იქვე ტრანსფორმატორთან ახლოს.

ხოდა ამოვაკალავე ეს კონდენსატორი ვიფიქრე იქნებ სადმე ვიყიდო მეთქი და შემდეგ მინდოდა კომპიუტერის ჩართვა რო მომეძებნა სად იყიდებოდა და შემთხვევით ჩავრთე ეს ტელევიზორი ასე ამოღებული კონდენსატორით ჩაირთო სულ 1 წამით და წკაპუნის ხმა იყო და გამოირთო სავარაუდოდ სადღაც დიდი ძაბვა წავიდა ალბათ ეს კონდენსატორი ვოლტაჟს აგდებდა რომელ წრედშიც იყო ჩართული.
ჩავთვალე რო გადავწვი მაგრამ მაინც მივაკალავე უკან კონდენსატორი და ახლა რომ ვრთავ აი ასეთი ხმა აქვს როგორიც ვიდეოში ისმის ერთი წამით დაიწრიპინებს და არაფერი არ ხდება მეტი, სავარაუდოდ რაიმე დაცვის მექანიზმი თიშავს სისტემას.
რას მირჩევთ ეშველება რამე თუ ისე მოვკალი რო უნდა გადავაგდო?

ტელევიზორი არის SONY KV-SZ292M80 29 ინჩიანი.
This post has been edited by Snes on 6 Jul 2019, 22:49