#54637755 · 10 May 2019, 14:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პლატონი თავის ნაწერში სოკრატეს მიაწერს სახელმწიფოს იდეალური წყობის იდეას:
მოსახლეობა სამ კატეგორიად იყო გაყოფილი "უბრალო" ხალხად, ამ მოსახლეობის დამცველ მეომრებად/კანონდამცველებად და მმართველებად.
სახელმწიფო დააფინანსებდა მეომრების/კანონდამცველების წევრების განათლებას, გაწვრთნას დ.ა.შ მაგრამ მათ არ ექნებოდათ ოჯახის ყოლის უფლება.
ამათგან საუკეთესოებს მიეცემოდათ დამატებით განათლება და თანამდებობები.
ამათგან საუკეთესოები 50 წელის შესრულების შემდეგ გახდებოდნენ "ფილოსოფოსი მეფეები/დედოფლები" რომლების პატარა ჯგუფიც იქნებოდა მმართველი ერთეული.
მეომრები/კანონდამცველები და მმართველები ერთად იცხოვრებდნენ ბარაკებში და არ ექნებოდათ ქონება პირადი ნივთების გარდა.
დიდი აქცენტი იყო იმაზე რომ მმართველები "ძალით" უნდა აერჩიათ. ანუ იმ ადამიანებს ვისაც მმართველ ჯგუფში აირჩევდნენ ბუნებრივად სიბრძნის სურვილი უნდა ჰქონოდათ მარტო და არა მართვის, მაგრამ იძულებული უნდა ყოფილიყვნენ პოზიცია დაეკავებინათ ქვეყნის მიმართ მოვალეობის გამო.
არისტოტელეს პლატონის/სოკრატეს იდეალური წყობა დიდად არ ეხატებოდა გულზე.
არც სხვა იდეალური მმართველობის სქემა ჰქონდა აზრად. უბრალოდ არსებულ სისტემებს აკრიტიკებდა და ყოფდა ჯგუფებად.
არ თვლიდა რომ რომელიმე ერთი მმართველობის ფორმა იყო სხვებზე არსებითად უკეთესი, მაგრამ გამოყოფდა ფორმებს რომლებიც "მოსულა" და რომლებიც "არ მოსულა".
ძირითადად იმას აწვებოდა რომ კანონი უნდა იყოს კარგად დაწერილი და მმართველები უნდა იყონ ამ კანონის აღმსრულებელი ტიპები.
ისე საინტერესო ფაქტია რომ არცერთს პირდაპირი დემოკრატია გულზე არ ეხატებოდა. მორალურად, უმრავლესობის და ტირანის მმართველობას ერთ დონეზე აყენებდნენ. დემოკრატიას ხშირად მიმართავენ როგორც "უმრავლესობის ტირანია"-ს.
წარმომადგენლობით/რესპუბლიკურ მმართველობას შედარებით არაუშავსო ამბობდნენ.
--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
|