სალამით

რჩევა და თქვენი აზრი მაინტერესებს
მოკლედ ვაკეთებ E commerce პროექტს/საიტს ონლაინ ყიდვა გაყიდვა რაშიც დიდად ჩახედული არვარ და უბრალოდ თქვენი რჩევა მაინტერესბს ან როგორი მიმართულებით წავიყვანო..
საიტის სტრუქტურა:
1 - საიტზე ჩვეულებრივ მომხმარებელს შეეძლება მისი პროდუქტის დადება განცხადების სახით(როგორც მაიმარკეტზე)
2 - მინდა საიტზე ასევე დავდო პირადად ცალკე 'ახალი პროდუქტი' (ეს მაღაზიებთან თანამშრომლობის სახით) ანუ ასევე საიტიდან გაიყიდოს ტექნიკა/ნივთები
მაგალითად ტელეფონებში როდესაც შეხვალ და აირჩევ კონკრეტულ ბრენდს მოდელს, პირველი გამოჩნდდება ახალი ტელეფონი გარანტიით, ხოლო მის შემდეგ დაიწყება მომხმარებლების მიერ დამატებული მეორადი ტელეფონები..
კითხვას/რჩევას რაც შეეხება როგორ ჯობია მოვიქცე ფული საიტს რომ დარჩეს ?
1. ზემოთ აღნიშნული პუნქტიდან მე მაგალითად არ მინდა დავამგვანო მაიმარკეტს ანუ არმინდა VIP ებით გავაკეთო სერვისი, უფრო იდეა მაქვს რომ მაგალითად 5 პროდუქტზე მეტის დადების შემთხვევაში ლიმიტი იყოს და რაღაც მცირე თანხა გადავახდევინო.. (თუცა ეგრევე არმიდნა ეს ლიმიტი დავაყენო) ასე ჯობია თუ VIP ების მხრივ იყოს.? თუ ვაფშე მივუშვა უფასოდ ყველაფერი მაგრამ მერე ერთიდაიგივე ნივთს 1 პირვონება ათჯერ არმინდა რომ ამატებდეს..
2. პუნქტიდან ვერ ვხვდები მაღაზიებთან როგორ ვითანამშრომლო, რაიმე დიდ კომპანიებთან მივიდე, თუ ინდმეწამები როგორც კიდობანში არიან მაგათთან ვისაც ჩამოაქვს ახალი ტელეფონები და გარანტიას თავაზობენ ეგეთთან მივიდე და მოველაპარაკო ვითანამშრომლო ?
ასევე ყიდვის პროცესი (ახლი ნივთის) ასე მაქვს დაგეგმილი. ფორმას ვაკეთებ საიტზე სადაც ნომერს მიუთითებს მყიდველი და მაღაზიას მიუვა მოთხოვნა და მაღაზია დაუკავშირდეს, ესე იმიტომ გადავწყვიტე რომ 20 კაციდან უფრო სწორედ 20 ქართველი კაციდან 19-სს ურჩევნია მივიდეს და ადგილზე ნახოს თუნდაც 500 ლარიანი ტელეფონი.
პ.ს საიტზე ვიზიტორები მეყოლება როგორც ორგანიკ ტრეფიკით საძიებო სისტემიდან(ანუ არა უბრალოდ ვიზიტორი არამედ ვინც დაინტერესებულია უკვე კონკრეტული პროდუქტით) ასევე სოც ქსელიდანაც..
This post has been edited by iloilo603 on 3 May 2019, 15:55