#54872315 · 25 Jun 2019, 13:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
10 სამართალდამცველის მიმართ დაიწყო მოკვლევა ძალის გადამეტებაზე. მათ შორის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებაო.
ანუ მინიმუმ ამ 10 პირის მხრიდან ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ სავარაუდო მასშტაბური კანონდარღვევა მიმდინარეობდა მთელი ღამე სახალხოდ, ეთერში გადაიცემოდა საათების განმავლობაში. ადამიანებს სისხლი სდიოდათ, თვალები დაკარგეს, ძვლები დაემტვრათ, და არავისგან, არც ერთი დეპუტატის, აღმასრულებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო დამცველის მხრიდან არ ყოფილა მცდელობა ამის შეჩერების.
პოლიტიკა, პოზიცია, ოპოზიცია, პროვოკაცია, ინტრიგანი პარტიები რა შუაში იყო ამ დროს? ან პატრიოტიზმი და რუსეთი რაღა შუაში იყო? ჩვეულებრივი ადამიანები ეცემოდნენ, გონებას კარგავდნენ, სისხლი სდიოდათ.
--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?" -"That is the only time a man can be brave." © Game of Thrones
|