ხელისუფლებამ თანდოიანცის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადასცა
გადაცემამდე, სახელმწიფოს არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. საპატრიარქო ეკლესიის ფუნდამენტზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს.
ლესიის სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ტაძარი საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნოდა, არაერთი წყაროთი დასტურდება. აღმაშენებლის N38-ში შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა შემდეგი შინაარსით:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
“ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით, თბილისელი ქვრივის, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით მათი და ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ ტაძარში - სააკ თანდოიანცის ეკლესიაში ... 1883 წ.”
სხვა წყარო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეკლესიის სომხურ წარმოშობაზე ინფორმაცია გვხვდება სხვა წყაროებშიც. მაგალითად, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცნობები ტაძრის შესახებ: “წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია სავარაუდოდ 1860 წელს ააგო საჰაკ თანდოიანცმა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე უკვე ნათლად ჩანს აქ არსებული ეკლესია. [...]ტერიტორიის მიმდებარედ დგას ყოფილი სასწავლებლის შენობა[...] შენობაზე დღემდე არის შემორჩენილი ფილა სომხურენოვანი წარწერით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სასწავლებელი აშენებულა 1883 წელს თბილისელი ქვრივის კეკელა გრიგოლის ასულ თანდოიანცისა და მისი ძმის ალექსანდრე ბაბანასიანცის ღვაწლით”.
ვითომ ეკლესიის მართლმადიდებლური წარსული, ქართველი ხელოვნებათმცოდნის დასკვნა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევარი სოფიო ჭანიშვილი უშვებს იმ ფაქტს, რომ სომხური ტაძარი შესაძლოა სოფელ კუკიის ეკლესიის ნაფუძარზე აგებულიყო. თუმცა, არ არის მოყვანილი ოფიციალური ცნობები აღმაშენებლის N38-ში მდებარე ეკლესიის მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ წარმომავლობასთან დაკავშირებით.[1]
კიდევე ერთი ფაქტი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის რუკებზეც (1913წ. და 1924წ.) აღნიშნული შენობა დატანილია როგორც სომხური ეკლესია. ასევე, TDI-იმ მოიძია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობები: 1874, 1875, 1884, 1907, 1921 წლების თანდოიანცის ეკლესიის საეკლესიო ჩანაწერები.
[img]https://www.tdi.ge/sites/default/files/styles/inner_image/public/pic1.png[/img]
1924 მდე ეკლესია სომხურ სამოციქულოს ეკთვნოდა და მათვე ჩამოართვეს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბჭოთა ოკუპაციის დროს, სხვა საკულტო ნაგებობების მსგავსად, ეკლესია დაიხურა და ჩამოერთვა რელიგიურ თემს. ეკლესიის დახურვას ადასტურებს თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის 1924 წლის განკარგულება[2].
1927 წლის 12 აგვისტოს ეკლესიის შენობა ჩაიბარა „ტფილისის აღმასკომის სამნეო ქ/განყოფილებამ”. ამის შემდეგ შენობა სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენებოდა. მათ შორის, როგორც კინო და მეეზოვეთა კლუბი
აღმაშენებლის რესტავრაციის დროს, მერიამაც აღნიშნა რო სომხურია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2015-2016 წლებში, ხელისუფლება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას, პროექტი “ახალი ტფილისის” ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის N38-ში დაზიანებულ საკულტო ნაგებობას სომხურ ეკლესიად აღიარებდა და გრიგორიანულ წმინდა ჯვრის გამოჩინების ეკლესიად მოიხსენიებდა.

პლატონ იოსელიანის ჩანაწერი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ დ. აღმაშენებლის გამზირის #38-ში, ეკლესიის გვერდით შენობაზე არსებული წარწერა და ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი სხვა დეკორატიული ელემენტები 1883 წლისთვის არსებული სომხური მონასტრის არსებობას ადასტურებს. ანდრონიკაშვილი უთითებს, რომ აღნიშნული ადგილი, ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დატანილია როგორც ახალსოფლის უგუმბათო, უსახელო ეკლესია. უშუალოდ ამ ეკლესიაზე პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას წერს, რომ “კვირაცხოველის ეკლესიაზე იყო მიწერილი უფრო მცირე ეკლესია, რომელიც კუკიაზე არსებობდა 1622 წლამდე, რომელიც შაჰ-აბასს დაუნგრევია”. ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სომხებმა ახალი ეკლესია ააგეს, სავარაუდოდ, თანდოიანცი. ლალი ანდრონიკაშვილი აღნიშნავს რომ “ის მოცულობა, რომელიც დღეს სახეზეა, აშკარად სომხური წარმომავლობისაა”.
როგორ გააყალბეს ისტორია და მიითვისეს არ გაინტერესებთ? ნარიყალაზე ამოთხარეს ძველი ქართული აგური, წაიღეს თანდოიანცთან და იმით აკეთებენ რესტავრაციას:

ყოველგვარი კვლევის და დასკნვის გარეშე გადაცეს საპატრიარქოს, არავის ააგებინეს, არც ქართველ არქეოლოგებს, არც ხელოვნებათ მცოდნეებს
ადგა მერე საპატრიარო და დაიწყო ნგრევა, თხრა იმის იმედით რო რამე ქართულს აღმოაჩენდა 5 მეტრის სიღრმეზე
ამასთან მიანგრ მოანგრიეს სტრუქტურა. ფოტო მასალა:


მიწის ზედაპირი იატაკი მთლიანად გადასწორებულ გადათხრილია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"არქეოლოქი" ძნელაძე:
მერაბ ძნელაძე ამბობს, რომ ჯვრის გამოჩინების ეკლესია სომეხმა სასულიერო პირებმა დაანგრიეს, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. ძნელაძემ ასევე ვერ გვითხრა, თუ როგორი ტიპის ნაგებობა იყო პეტრე იმნაძის მიერ აშენებული ეკლესია. ამის არც ფოტომასალა მოიპოვება.
სააგენტოსთვის გაგზავნილ ანგარიშში საპატრიარქო აცხადებს, რომ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოხსნეს იატაკის ინტერიერის პირველი – ბეტონის ფენა. მითითებულია, რომ “თანდოიანცის” ეკლესიის ადგილას მანამდე 3 ეკლესია მდებარეობდა, ყველაზე ადრეული ეკლესია მე-15 – მე-16 საუკუნეებით თარიღდება.
500 წლინ წინ სავარაუდოდ არსებობდა ქართული ეკლესია, რომელსაც ვერ ადასტურებენ, ერთადერთს ამბობენ საფლავის ქვები ვიპოვკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ “თანდოიანცის” ეკლესია სომხური ეკლესია და მონასტერია, რასაც ტაძართან არსებულ სემინარიის ყოფილ შენობაზე არსებული სომხური წარწერაც ადასტურებს.
"ანდრონიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ადგილას მანამდე არსებობდა ქართული ეკლესიის ნანგრევები, თუმცა დღეს არსებული ეკლესიის შენობა ნამდვილად სომხური წარმომავლობისაა.ეთ, ამ საფლავის ქვების ხარჯზე უნდა დაინგრეს მთელი ეკლესია შეიცვალოს სტრუქტურა და აშენდეს ახალი ეკლესია რახან საფლავის ქვები იყო ქართული და ეგეც საკმარისია. ამის გამოსაკვლევათაც არ უშვებენ შიგნით ქართველ ხელოვნებათმცოდნეებსაც კი
მეორე კვლევაში, რომელიც 2016 წელს მერიის დაკვეთით ჩაატარა ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილმა, ვკითხულობთ, რომ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ნაშრომში მოყვანილია ეგნატე იოსელიანისეული აღწერა, რომ 1807 წელს აშენებული უგუმბათო და აგურით აშენებული ეკლესია მდგარა, რომელიც სავარაუდოდ აქ დასახლებულ სომხებს აუშენებიათ.
ერთადერთი რაც აღმოაჩინეს 2 საფლავის ქვის რომლის ხარჯზეც უნდათ მთელი ეკლესიის გადაკეთება, გუმბათი კედლები სომხური წარწერები მოანგრიეს უკვე.
მისივე თქმით, “თანდოიანცის” ეკლესიის ქვეშ ძველი ნაეკლესიარის აღმოჩენა არ აძლევს საპატრიარქოს უფლებას, ტაძარი უხეშად გადააკეთოს.
21:10 დან
https://youtu.be/erdr7Q60YH8?t=1270 რას ფიქრობს ფორუმის ტოლერანტობა/ობიექტურობა? საამაყოა ეს ფაქტი თუ პირიქით?
t-90 meruemi axalirevolucia Eric Kakha.G ingfari. karlsoni
აშკარა
This post has been edited by stst... on 16 Apr 2019, 14:22