06.05.2019 / 13:12აა
გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან 80 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს
გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან 80 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს. ამირან მელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 მაისს დააკავეს.
ამირან მელაძის საცხოვრებელი სახლი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, მელაძე ბაღში სატაცურს კრეფდა, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ, მამაკაცი დააკავეს და ოკუპირებული არცევის მართულებით წაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, უწყებამ უმოკლეს დროში აამოქმედა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
ქოცხელისუფალთა ხელში ჩაცვენილებს სხვა რა დაგვრჩენია?---მონოტონურად ავღრიცხოთ მაინც ჩვენი დაუცველი მოსახლეობის გატაცება წამება მკვლელობა აბუჩად აგდება