#55089189 · 9 Aug 2019, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოროსკოპი არა ვარსკვლავებზე არამედ ადამიანის დაბადებისას გარემო პირობებზეა დამოკიდებული
ჩვილი როგორც ღრუბელი ევლინება სამყაროს და ის დედის მუცლიდანვე იწყებს ადაპტირებას თუმცა როგორც კი მოევლინება სამყაროს დედის მუცლისგან განსხვავებით მას ხვდება სხვა გარემოება, ყველაზე მეტად სხეული დასაწყისში იწყებს ფორმირებას და ეს ღრუბელი ივსება ინფორმაციებით რომელსაც განიხილავს ქვეცნობიერი და რეაგირება/ადაპტირებას ახდენს
ნათლად გამოხატულ ფაქტებს ვიტყვი რომ ლომი სითბოს ჟამს არის დაბადებული ანუ პერიოდში როცა მზის აქტივობა მეტია და სეროტონინის მეტი ოდენობა გამოიყოფა, ამიტომ მეტად ლაღები არიან და უფრო სავსენი, თავდაჯერებულნი, მათ უნდა შეინარჩუნონ ის მწვრვალი რაც დახვდათ
ზამთრის თხის რქა კი მის სიცივესთან ადაპტირდა და გამოვიდა ასეთი შედარებით პირქუში, მიმავალი მზისკენ (წარმატებისკენ) მყარი ნაბიჯით
ნიშნები გარდამავალი ეტაპების ზემოქმედებითაც იმართებიან (გაზაფხული შემოდგომა) როგორც საყოველთაოდ ცნობილია განწყობა გადამდებია, წელიწადის დროების მონაცვლეობა თავისთავად ახდენს გავლენას მოზრდილ ადამიანებზე, ამ შემთხვევაში კი მშობლებზე რომლებიც თავისდაუნებურად ამ ემოციებს გადასცემენ ჩვილს, ჩვილი კი როგორც ღრუბელი იწოვს მათ ინფორმაციის სახით და ახდენს რეაგირებას
იდეალური ტემპერატურის არსებობა არ არსებობა აყალიბებს ხასიათს
გაიხსენეთ მოქმედებს თუ არა თქვენზე წელიწადის დროების მონაცვლეობა
ვისაც ფსიქოლოგია გესმით, შეგიძლიათ კრტიკულად აზროვნება და გაგაჩნიათ განათლება ვიმსჯელოთ მსგავს საკთხზე გისმენთ ...
|