თბილისის ზედამხედველობა არის ყველაზე კორუმპირებული უწყება საქართველოში.
ბევრი ჩივიხართ ხოლმე, ქუჩა გადათხარეს და აგდია თვეებიაო. გუშინ შევესწარი ასეთ საუბარს, პრარაბი ურეკვადა მუშას, ზედამხედველობიდან დამირეკეს, მოდიან და ტრაქტორი მიიყვანე ფოტოს გადაუღებენ და მერე წაიყვანე ისევეო

ანუ გამგეობა ან დეპუტრაწი (ჩვენი ქუჩის შემთხვევაში დეპუტრაწი) აგებინებს თავის ნაცნობს ტენდერებს, მერე გამარჯებულ კომპანიას არ ჰყოფნის ტექნიკა და მუშები აღებული ვალდებულების შესასრულებლად, შედეგად ვიღებთ გადათხრილ ქუჩებს და მიტოვებულ სამუშაოებს მთელი თბილისის მაშტაბით.
დააკვირდით, თუ ცენტრალური ქუჩა არ არის, უმრავლეს შემთხვევაში ინფრასტრუქტურული სამუშაო დაწყებულია და მიგდებულია.