შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
დღეს, 7 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ოფიციალურად დაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველი იყო, თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შენგელი ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლის მამაა.
http://netgazeti.ge/news/362133/ხ. მურთაზი