....and satan has arrived, სატანა ბოდიშს გიხდით ავიარეისებში შექმნილი კონფლიქტებისგან 15 დღით დაგვიანების გამო.
კონიჩივაა, let me introduce myself.
ჩემი ძველი ნიკი
gamer17 იყო ამ ფორუმის მიმართ ღვარძლის და ზიზღის გამოხატულება, მაინტერესებდა აბსოლუტურად უსახურ პროფილში და უბანალურეს ნიკში ვინმე საინტერესო ადამიანს თუ აღმოაჩენდა და რახან აღმომაჩინეს და რახან დროთა განმავლობაში (2 დღეში) ჩემმა თქვენდამი პატივისცემამაც უზომოდ მოიმატა, მომიწია ჩრდილიდან გამოსვლა და სერიოზული ნიკის მოფიქრება,
დავიბანე, დავივარცხნე, წვერი გავიპარსე, რქები და ჩლიქები გავილესე, ავატარიც კი დავიყენე როგორც წესიერ იუზერს შეეფერება.
ახალი ნიკის ისტორია იმაშია რომ ჩემი სახელის (მალხაზი) გადაიაპონურებული ვარიანტია,
სხვათაშორის პრიკოლნი თემაა, თქვენც შეგიძლიათ გადაიაპონუროთ თქვენი სახელები და აბსოლუტურად უნიკალურ სახელებს მიიღებთ, ერთადერთი ადამიანი გამოვდივარ მსოფლიოში ვისაც ეგრე ქვია. თორე მალხაზი მარტო ჩემ подъезд-ში კიდე 2 კაცს ქვია.
თარგმნის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს და რომელიც უფრო მოგეწონებათ შეგიძლიათ ის აირჩიოთ, თუ იაპონურ კულტურასთან ოდნავ მაინც ახლოს ხართ თქვენს ახალ ნიკს უფრო მეტი აზრი მიეცემა.
გამოაღვიძეთ თქვენში იაპონელი!
ახალი ნიკი ახალი დასაწყისია, წინა ნიკით ვისაც რა ვაწყენინე ბოდიში, და წინასწარ ბოდიში ახალი ნიკით ვინმეს თუ რამეს ვაწყენინებ.
Twitter-ზე არი ესეთი პრიკოლი რო ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი "Ricky Gervais" იმ ხალხს ვისაც მისი offensive ხუმრობები არ ესმის და სხვა ბევრი მიზეზების გამო უბრალოდ ბლოკავს, ასე რომ თუ ოდესმე Twitter-ზე მოხვდებით მაგ კაცთან ფრთხილად იყავით :დ
რიკისგან განსხვავებით მე მაინც მჯერა რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება საერთო ენის მონახვა, უბრალოდ სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა ნიღაბი უნდა მოირგო. it's hard in our days but I still believe in "Humanity"
და ბოლოს იმით გაგახარებთ, რომ ნიკის შეცვლით ადამიანი არ იცვლება, როგორც ამ პოსტის დასაწყისში ვიყავი მე რათქმაუნდა ისევ ის სატანა ვარ, მაგრამ შევეცდები უფრო ნაკლები დემონები გამოვუშვა, შევეცდები დემონების რეპროდუქცია ვაკონტროლო, ანუ დიდი დემონები რაც უფრო ნაკლებს "იტყნაურებენ ერთმანეთში" მით უფრო ნაკლები პატარა დემონები მოევლინება ჯოჯოხეთს, და მეც უფრო ნაკლები დემონების გამოგზავნა დამჭირდება დედამიწაზე, სამფლობელოში ადგილი რომ გავანთავისუფლო.
ან შეგვიძლია ასე მოვიქცეთ, თუ ვინმე მოიწყენთ შეგიძლიათ გამოიძახოთ "სატანა" მოწყენილობის მკვლელი. who you gonna call? Satan!
არ გაძლევთ ტყუილ დაპირებას რომ ყველას გიპასუხებთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთან უფრო მეტი შანსი გაქვთ იმიტომ რომ ღმერთი არასდროს არ გპასუხობთ :დ
შეგიძლიათ ნახოთ ცნობილი მსახიობი Christian Bale როგორ მიხდის მადლობას ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე
ასევე შეგიძლიათ გახდეთ ჩემი მიმდევრები ჩემი Twitter-ის გვერდის მეშვეობით
https://twitter.com/s8n