აჰა, მოკლედ რა ხდება აქ...
ღამის სმენიდან მოვედი, ცოტათი დაღლილი და ღამენათევი რათქმაუნდა. ჰოდა ყველაზე სირობა აზრები ხომ მაგ დროს მომდის მეტნაკლებად... (კი დავწერდი მოგვდისთქო, მაგრამ თქვენზე პასუხს ვერ ვაგებ და ამიტომ არ მოგატყუებთ).
ჰოდა ეს თემა იქნება ჩემი სასაფლაო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაში მდგომარეობს სასაფლაოობა? ამას ცოტა მერე გაიგებთ, მანამდე კი გეტყვით რას დავწერ ამ თემაში. დავწერ ყველა იმ მკვდარ აზრს, ჩანაფიქრს, ფანტაზიასა თუ სურვილს. რაც მახსოვს რათქმაუნდა და არასდროს განხორციელდება ამა თუ იმ მიზეზების გამო.
ერთერთი ასეთი გეგმა/სურვილი შეეხება წიგნებს. სწორედაც რომ წიგნებს - საწყისს გრძნობების,ფანტაზიების,აღქმადობისა და მათთან გათანაბრებული სხვა ამქვეყნიური ტრიპაჩობების და დასასრულს.
გეგმა/სურვილი მდგომარეობს შემდეგში: მოკლედ მე, კიდევ აქაური ერთი ან რამოდენიმე ადამიანი, ვდგებით, ვარჩევთ ჩვენთვის საყვარელ, ყველაზე მნიშვნელოვანი აზრის,გრძნობების, ფანტაზიებისა და ა.შ. მატარებელ წიგნს და ვუცვლით ერთმანეთს წასაკითხად. ვკითხულობთ ამ გაცვლილ წიგნს კარგად, გულდასმით (იმიტომ რომ რაღაც რენდომი მამაძაღლობა კიარაა, ნარჩევი წიგნია). დასრულების შემდეგ, გამოყოფილ დროსა და ადგილას, ვიწყებთ ამ წიგნის განხილვას. მაგალითად მე განვიხილავ წიგნს რომელიც წავიკითხე და ასევე ვისმენ ჩემთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის განხილვას...
რატომ არ იმუშავებს ეს გეგმა/სურვილიბოლოს გამახსენდა თუ რა ფორმა აქვს საზოგადოებაში წაკითხულის "განხილვას" და გული დამწყდა ჩემი გეგმის/სურვილის უმწეობაში.
კაროჩე, ისევ ისე განაგრძეთ აქაურცი, ისევ იმ მიზნებით,თუნდაც უმიზნოდ, ან/და დროის გასატყნავად, ეგოს გამოსაკვებად თუ მათ დასამშევად,მოკლედ საყლეპროჭაოდ, ყველაფერი ისედაც უკვე ნონსენს ყლისფერია.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ბოლოს: ძალიან დიდი ხანია მაწუხებს ფილმის სცენარის იდეა... ჰოდა ეს იდეაც მკვდარია, უბრალოდ მახსოვს და დავწერ აქ.... არვიცი ზუსტად როდის, მაგრამ დავწერ.