რუსთავის მერს სახლის ეზოდან ტრაქტორი მოპარეს
464წაკითხვა249გაზიარება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლის ეზოდან საყოფაცხოვრებო სახნავ-სათესი ტრაქტორი მოიპარეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სახლიდან სხვა ნივთები წაღებული არ არის. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე.
https://on.ge/story/38592-რუსთა